OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ვანი , N 4

AR1885543Construction permitOther use22 March 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
5866468
Decision date
28 March 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ნონა ლაცაბიძე
Developer (company ID)
406250186

Parcel

Cadastral code
01.13.06.006.064
Owner
შპს "ოცნების სახლი" (406124536)
Area
1,948 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1885543
Status
Approved
Registered
22 March 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 28 March 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 აგვისტოს №5057489 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 22 მარტს №AR1885543 განცხადებით მომართა ნონა ლაცაბიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 10 აგვისტოს №5057489 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №3775282 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ვანის ქუჩა №4-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.13.06.006.064) მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, საზოგადოებრივი) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4132116 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 22 აგვისტოდან 2020 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 15 აპრილის №4458874 ბრძანებით, გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 22 აგვისტოს №4132116 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. სამსახურის 2020 წლის 10 აგვისტოს №5057489 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4132116 ბრძანებაში მშენებლობის ვადის ნაწილში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 10 აგვისტოდან 2024 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 10 აგვისტოს №5057489 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2020 წლის 10 აგვისტოდან 2024 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით“-ის ნაცვლად დაფიქსირდა „2020 წლის 10 აგვისტოდან 2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 03 აგვისტოს №AR1765639 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 48 (ორმოცდარვა) თვეზე. შესაბამისად, სამსახურის 2020 წლის 10 აგვისტოს №5057489 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2020 წლის 10 აგვისტოდან 2024 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2020 წლის 10 აგვისტოს №5057489 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 აგვისტოს №5057489 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4132116 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 10 აგვისტოდან 2024 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით“.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 აგვისტოს №5057489 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 აგვისტოს №5057489 და სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4132116 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 28 March 2022Decision5866468 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal