OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი, ლუბლიანას ქუჩა, N 13ვ

AR1886181Construction permitOther use14 March 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
5858140
Decision date
21 March 2022
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლერი მსხვილიძე
Developer (company ID)
404905821

Parcel

Cadastral code
01.13.02.006.048
Owner
შპს "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი" (404905821)
Area
10,233 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

  • Zone
    Special
    Sub-zone
    specz-1
    K1
    0
    K2
    0
    Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1886181
Status
Rejected
Registered
14 March 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 March 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 14 მარტს №AR1886181 განცხადებით მომართა ლერი მსხვილიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 14 იანვრის №5762424 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის №4321503 ბრძანებით, №01.13.02.006.048 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა სამედიცინო და ჯანმრთელობის ობიექტის - მრავალპროფილური კლინიკის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 14 იანვრის №5762424 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის №4321503 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 14 იანვრიდან 2023 წლის 14 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 14 იანვრის №5762424 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2024 წლის 14 იანვრის ჩათვლით“-ს ნაცვლად დაფიქსირდა „2023 წლის 14 მაისის ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №AR1867786 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილ იქნა 16 (თექვსმეტი) თვეზე (აღნიშნული ვადა მითითებულია მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკის პირველ გვერდზე, სადაც სამუშაოები განსაზღვრულია 14 პუნქტად და ბოლო 4 პუნქტის სამუშაოები სრულდება მე-16 თვეს). ამასთან მხოლოდ პირველი გვერდია ხელმოწერილი. გარდა ამისა, პირველი და მეორე გვერდი ერთმანეთს არ ემთხვევა (მეორე გვერდი არ არის პირველის გაგრძელება. მეორე გვერდი წარმოადგენს 2018 წლის 27 დეკემბრის №4321503 ბრძანებით შეთანხმებული კალენდარული გრაფიკის მეორე გვერდის იდენტურ გვერდს. თუმცა, აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული მშენებლობა იწყებოდა მოსამზადებელი სამუშაოებით, ხოლო 2022 წლის 14 იანვრის №5762424 ბრძანების გაცემის დროისთვის შენობის კონსტრუქციული ნაწილის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებული იყო. შესაბამისად, აღნიშნული კალენდარული გრაფიკების მეორე გვერდები იდენტური ვერ იქნება). აქვე გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე მშენებლობის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 14 მაისის ჩათვლით. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობის ვადის გასაგრძელებლად სამსახურს უნდა მომართოთ მშენებლობის ვადის გასვლამდე და წარმოადგინოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამსახურის 2022 წლის 14 იანვრის №5762424 ბრძანებაში მშენებლობის ვადა სწორად არის დაფიქსირებული, სამსახური მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების და სამსახურის 2022 წლის 14 იანვრის №5762424 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 21 March 2022Decision5858140 - Refused
  3. 11 March 2022Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal