ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 34, ქალაქი თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, N 34ბ
Decision
- Decision number
- 5864738
- Decision date
- 24 March 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით ბერულავა
- Developer (company ID)
- 400232645
Parcel
- Cadastral code
- 01.18.09.004.106
- Owner
- შპს "ტიფლისი" (400232645)
- Area
- 1,706 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.18.09.004.106Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1887059
- Status
- Approved
- Registered
- 16 March 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 24 March 2022City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის №5447554 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 16 მარტს №AR1887059 განცხადებით მომართა დავით ბერულავამ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის №5447554 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ორგანიზების პროექტთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 07 ივნისის №5436040 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, გორგასლის ქუჩა №34-ში, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №34ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.18.09.004.106) მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის №5447554 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 14 ივნისიდან 2023 წლის 14 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2021 წლის 14 სექტემბრის №5595835 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 7 ივნისის №5436040 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. ასევე, სამსახურის 2021 წლის 7 ივნისის №5436040 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2021 წლის 28 ივნისის №AR1834410 განცხადებაზე წარმოდგენილი გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის №5447554 ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, არასწორად არის მითითებული ნიშნულები მე-5, მე-6 და მე-7 ეტაპებში. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შესწორებული მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკი შეადარა სამსახურის 2021 წლის 07 ივნისის №5436040 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ გეგმებზე, ჭრილებზე და ფასადებზე +9.40, +19.00 და +30.89 ნიშნულები არ არსებობს. ამასთან, მშენებლობის ორგანიზების პროექტის აღწერილობით ნაწილში მე-5, მე-6 და მე-7 ეტაპებში სწორად დაფიქსირდა +13.50, +26.70, +40.75 ნიშნულები. თუმცა, მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკში, ისევე როგორც სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის №5447554 ბრძანებაში არასწორად დაფიქსირდა აღწერილობითი ნაწილისგან განსხვავებული ნიშნულები (+9.40, +19.00 და +30.89). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის №5447554 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის მე-5, მე-6 და მე-7 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5) ძირითადი კარკასის მონტაჟი +13.50 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კოსნტრუქციების გამოკლებით) 6) ძირითადი კარკასის მონტაჟი +26.70 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კოსნტრუქციების გამოკლებით) 7) ძირითადი კარკასის მონტაჟი +40.75 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კოსნტრუქციების გამოკლებით“. 2. აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის №5447554 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახუ
Show moreShow less
- 24 March 2022Decision5864738 - Granted
- 15 March 2022Files uploaded
- 15 March 2022Files uploaded
Some older entries, and the rest of very long texts, are not shown here.
Documents
Other files2
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal