OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, N 56

AR1888527Construction permitOther use22 March 2022- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5866016
Decision date
25 March 2022
Outcome
Granted
Construction period
21 March 2022 – 21 March 2025
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ეკატერინე აბაკელია
Developer (company ID)
405239610

Parcel

Cadastral code
01.10.06.001.249
Owner
სააქციო საზოგადოება "ვაკე" (204862005)
Area
8,418 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1888527
Status
Approved
Registered
22 March 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 25 March 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 მარტის №5857381 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 22 მარტს №AR1888527 განცხადებით მომართა ეკატერინე აბაკელიამ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 21 მარტის №5857381 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მისამართის, საკადასტრო კოდის და საპროექტო ობიექტის ფუნქციის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის №5185143 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა №56-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.06.001.249) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი - I) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 22 იანვრის №5252780 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2020 წლის 25 თებერვლის №4874637 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.06.001.249), შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის II ბლოკის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 15 სექტემბრის №5104239 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2022 წლის 21 მარტის №5857381 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა №56-ში არსებულ №01.10.06.001.249 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი - I, ბლოკი - II) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 21 მარტიდან 2025 წლის 21 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 მარტის №5857381 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ჩანაწერის: „ქ. თბილისში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა №56-ში არსებულ №01.10.06.001.249 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი- I, ბლოკი - II) კორექტირებული არქიტექტურული პროექტის“ ნაცვლად დაფიქსირებულია „ქ. თბილისში, სექტორი - სამგორი, იმუშევის ქუჩა, N5-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.15.001.016) საწყობის (ავეჯისა და ხის მასალის საწყობი) არქიტექტურული პროექტი“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2022 წლის 27 იანვარს №AR1874472 განცხადებით სამსახურს მომართა ზურაბ ბაჩიაშვილმა და მოითხოვა №01.10.06.001.249 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი - I, ბლოკი - II) კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა საპროექტო დოკუმენტაცია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ორივე ბლოკზე. ამასთან, სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის №5185143 და 2020 წლის 25 თებერვლის №4874637 ბრძანებებით არქიტექტურული პროექტები შეთანხმებულ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, შესაბამისად მის საფუძველზე გამოცემულ სამსახურის 2022 წლის 21 მარტის №5857381 ბრძანებაშიც საპროექტო ობიექტად უნდა დაფიქსირებულიყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, №01.10.06.001.249 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა №56. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 მარტის №5857381 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს: ქ. თბილისში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა №56-ში არსებულ №01.10.06.001.249 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი - I, ბლოკი - II) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 მარტის №5857381 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 მარტის №5857381 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 25 March 2022Decision5866016 - Granted
  3. 22 March 2022Files uploaded

Documents

Other files1

  • პროექტის შეთანხმება მშენებლობის ნებართვა.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal