OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ონკოლოგიურ ცენტრსა და ინტენსიფიკაციის გზას შორის

AR1890209Construction permitOther use31 March 2022- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
5876994
Decision date
1 April 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით ვაშაკიძე
Developer (company ID)
404565430

Parcel

Cadastral code
01.14.16.015.487
Owner
შპს "მეგა დიდუბე" (404565430)
Area
1,000 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1890209
Status
Approved
Registered
31 March 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 1 April 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5874778 ბრძანებაში ტექნკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 31 მარტს №AR1890209 განცხადებით მომართა დავით ვაშაკიძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5874778 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის მითითების ნაწილში. სამსახურმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5874778 ბრძანებით №01.14.16.015.487 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5874778 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: განმცხადებელი უთითებს, რომ ბრძანებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად მითითებულია ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა რომ 2022 წლის 14 თებერვლის №AR1877321 განცხადებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მოთხოვნილ იქნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. აღნიშნულ განცხადებაზე განმცხადებლის მიერ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილ იქნა საინფრომაციო დაფა, სადაც საპროექტო ობიექტად დაფიქსირებული იყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. ასევე, ობიექტის ფუნქციური დანიშნულების ველში განმცხადებლის მიერ მითითებულ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. თუმცა, სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5874778 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5874778 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5874778 ბრძანებაში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდეს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5874778 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5874778 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 1 April 2022Decision5876994 - Granted
  3. 31 March 2022Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal