OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი, N 35

AR1890972Construction permitOther use4 April 2022- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5881887
Decision date
5 April 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
პაატა ნუცუბიძე
Developer (company ID)
405172566

Parcel

Cadastral code
01.72.14.014.836
Owner
ნანა ჩხაიძე (P/N: *********85)
Area
4,200 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1890972
Status
Approved
Registered
4 April 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 April 2022Decision5881887 - Granted
  2. 5 April 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 04 აპრილს №AR1890972 განცხადებით მომართა პაატა ნუცუბიძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირი №35-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.014.836) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის („ბ“ და „გ“ ბლოკების) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 6 დეკემბრიდან 2022 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 28 დეკემბრის №ბ-10/01213412443-17 ბრძანებით მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.014.836) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი („ბ“ ბლოკი-IV კლასი). სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5847101 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდა 22701.3 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 14448.6 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად 3026.1 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებით შეთანხმებული -2.800, 0.00, +10.100, +13.400, +16.700 და +49.700 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა 2022 წლის 17 თებერვლის №AR1879064 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ამასთან, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებს დაემატა +59.600 ნიშნულის გეგმა. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, განმცხადებელს სურს ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს 31 ღია ავტოსადგომის ფართობი - 461.9 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე დატანილია 31 ღია ავტოსადგომი (ორივე ბლოკისთვის) და მათი საერთო ფართობი შეადგენს 461.9 კვ.მ-ს. სამსახურმა დაადგინა, რომ 0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ ღია ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 461.9 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა (სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5847101 ბრძანებით ჩანაცვლებული 0.00 ნიშნულის გეგმის გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 და 2022 წლის 14 მარტის №5847101 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 4 April 2022Files uploaded

Documents

Other files1

  • 0,000 ღია ავტოსადგომებით.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal