ქალაქი თბილისი , ქუჩა კაირო , N 38 , (ნაკვ. 02/047)
Decision
- Decision number
- 5892925
- Decision date
- 11 April 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევანი ოქროპირიძე
- Developer (company ID)
- 404382486
Parcel
- Cadastral code
- 01.19.21.002.506
- Owner
- შპს "ივერია იმპექსი" (404382486)
- Area
- 2,600 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.19.21.002.506Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1891129
- Status
- Approved
- Registered
- 4 April 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 11 April 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5873925 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 04 აპრილს №AR1891129 განცხადებით მომართა ლევანი ოქროპირიძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5873925 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის ფუნქცია/დანიშნულების მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5873925 ბრძანებით ქალაქ თბილისში, კაიროს ქუჩა №38-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.21.002.506) საწყობის (სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესანახი მაცივრებისთვის) და საოფისე შენობის (არაუმეტეს საერთო ფართობის 25%-ისა) მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5873925 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: განმცხადებელი უთითებს, რომ ბრძანების ფუნქცია/დანიშნულების ველში: საწყობის და საოფისე შენობის ნაცვლად მითითებულია რკინის საამქრო. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2022 წლის 17 თებერვლის №AR1879197 განცხადებით საწყობის (სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესანახი მაცივრებისთვის) და საოფისე შენობის მშენებლობის მიზნით მოთხოვნილ იქნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. აღნიშნულ განცხადებაზე, განმცხადებლის მიერ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილ იქნა შენობა-ნაგებობების განთავსების სქემა, რომელშიც საპროექტო ობიექტად მონიშნული იქნა საწყობი და საოფისე შენობა. ასევე, ობიექტის ფუნქციური დანიშნულების ველში მითითებულ იქნა სასაწყობე და საოფისე შენობები. სამსახურმა იმსჯელა საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5873925 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად საპროექტო ობიექტის ფუნქცია/დანიშნულება არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5873925 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5873925 ბრძანებაში და ბრძანების ფუნქცია/დანიშნულების ველში „რკინის საამქრო“-ს ნაცვლად დაფიქსირდეს: „საწყობი (სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესანახი მაცივრებისთვის) და საოფისე შენობა (არაუმეტეს საერთო ფართობის 25%-ისა)“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5873925 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №5873925 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 11 April 2022Decision5892925 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal