OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა კრწანისი

AR189138Construction permitOther use29 October 2012- Krtsanisi
Sign in to follow

Decision

Decision number
409774
Decision date
31 October 2012
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
პაატა სალია
Developer (company ID)
204469707

Parcel

Cadastral code
01.18.06.014.064
Owner
შპს ბაზელი (204469707)
Area
8,038 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR189138
Status
Approved
Registered
29 October 2012
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
2 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 31 October 2012City answer

    თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი (საკად. კოდი #01.18.06.014.064) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად, მოქცეულია საცხოვრებელ ზონა 5 (სზ-5)-ში, რომელშიც მოქმედებს შემდეგი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0.5; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) – 2,1; მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1; ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება #4-13 ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები”-ს მიხედვით საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5), წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობების გარდა, შესაძლებელია, სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები (იხ. დანართი 1). კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საკადასტრო გეგმიდან და ამონაწერიდან საჯარო რეესტრიდან ირკვევა, აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეზღუდული სარგებლობით (სერვიტუტით) არის დატვირთული, რაც ზღუდავს მის სამშენებლო განვითარებს. ამასთან გაცნობებთ, რომ თუ მოიხსნება აღნიშნული სერვიტუტი, მიწის ნაკვეთზე, მისი ფართობიდან გამომდინარე, არსებული გამწვანების შენარჩუნებით, უნდა დამუშავდეს განაშენიანების რეგულირების პროექტი, რომლის შესაბამისადაც მოხდება აღნიშნული ტერიტორიის სამშენებლო განვითარება. დანართი - 1 საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5): საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: ინდივიდუალური და განაშენიანების საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა); პარკი; ბაღი; სკვერი; ბულვარი; საბავშვო მოედანი; ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; დაწყებითი სკოლა; საშუალო სკოლა; პოლიკლინიკა; ამბულატორია; აფთიაქი; სპორტული დარბაზი; ღია საცურაო აუზი; სპორტული მოედანი; კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის); კინოთეატრი; საინფორმაციო ცენტრი; საგამოფენო დარბაზი; პირველადი მომმარების საქონლის მაღაზია; სამრეწველო საქონლის მაღაზია; სასურსათო მაღაზია; უნივერსალური მაღაზია; ბარი; კაფე; სწრაფი კვების ობიექტი; საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება; ბანკის ფილიალი, განყოფილება; იურიდიული კონსულტაცია; სანოტარო კანტორა; ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი და ჩაშენებული გარაჟი; საერთო სარგებლობის ღია და დახურული ავტოსადგომი; კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი. ოფისი და კანტორა. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა; მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი; საავადმყოფო; საცურაო აუზი; თეატრი; საქალაქო ბიბლიოთეკა; არქივი; მუზეუმი; საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; რესტორანი; კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; ბანკი; მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; სასამართლო; პოლიციისა და არასაუწყები დაცვის განყოფილება; სახანძრო დეპო; სასტუმრო; საზოგადოებრივი ტუალეტი; ავტოგასამართი სადგური; საკულტო შენობები და ნაგებობები.

    Show more
  2. 31 October 2012Decision409774 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal