OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ც. დადიანი , N 33 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ზაქრაძე , N 32 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ზაქრაძე , N 30 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ცოტნე დადიანი , N 35

AR1892449Construction permitOther use12 April 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
5904742
Decision date
19 April 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი გამყრელიძე
Developer (company ID)
405365714

Parcel

Cadastral code
01.16.02.001.007
Owner
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა
Area
613 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1892449
Status
Approved
Registered
12 April 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 19 April 2022City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №5730216 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 12 აპრილს №AR1892449 განცხადებით მომართა გიორგი გამყრელიძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №5730216 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №5730216 ბრძანებით შეთანხმდა №01.16.02.001.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუქნციური შენობა/კომპლექსის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 16 დეკემბრიდან 2024 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2021 წლის 20 დეკემბრის №5733947 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №5730216 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 16 დეკემბრიდან 2024 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.“ განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №5730216 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 6048.2 კვ.მ-ის ნაცვლად 6048.4 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 1186.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1159.9 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 14561.6 კვ.მ-ის ნაცვლად 14534.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი -10.50, +3.00, +15.80 და +28.60 ნიშნულების გეგმები არ იცვლება, უბრალოდ აღნიშნულ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №5730216 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №5730216 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 14534.8 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 6048.4 კვ.მ., დამხმარე ფართობად 1159.9 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №5730216 ბრძანებით შეთანხმებული -10.50, +3.00, +15.80 და +28.60 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №5730216 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №5730216 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 19 April 2022Decision5904742 - Granted
  3. 12 April 2022Files uploaded

Documents

Other files1

  • დადიანის #33 -3,2,6,10.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal