OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი, ზღვისუბნის დასახლება, XI მიკრო/რაიონი, I კვარტალი, N UN2005689

AR1893121Construction permitOther use13 April 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
5910651
Decision date
21 April 2022
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზურაბ კუხალაშვილი
Developer (company ID)
200010674

Parcel

Cadastral code
01.12.04.001.047
Owner
შპს N5 კლინიკური საავადმყოფო (200010674)
Area
24,019 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Transport
    Sub-zone
    tz-1
    K1
    0
    K2
    0
    Transport zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1893121
Status
Rejected
Registered
13 April 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
8 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 April 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 13 აპრილს №AR1893121 განცხადებით მომართა ზურაბ კუხალაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 06 აპრილის №5867856 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის ფუნქცია/დანიშნულების მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 06 აპრილის №5867856 გადაწყვეტილებით №01.12.04.001.047 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალპროფილიანი კლინიკის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 06 აპრილის №5867856 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: განმცხადებელი უთითებს, რომ ბრძანების ფუნქცია/დანიშნულების ველი არ არის ჩამოყალიბებული მოთხოვნილი ფუნქციების შესაბამისად და ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2022 წლის 04 თებერვალს №AR1876206 განცხადებით მრავალპროფილიანი კლინიკის მშენებლობის მიზნით მოთხოვნილ იქნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. სამსახურმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და სამსახურის 2022 წლის 06 აპრილის №5867856 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა. ამასთან, აღნიშნულ ბრძანებაში საპროექტო ობიექტის ფუნქცია/დანიშნულების ველში დაფიქსირდა მრავალპროფილიანი კლინიკა. აღსანიშნავია, რომ სამსახურის 2022 წლის 06 აპრილის №5867856 გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დამტკიცებულ იქნა ერთ შენობაზე. აქვე განგიმარტავთ, რომ მრავალპროფილიანი კლინიკის დაპროექტებასთან და საპროექტო ობიექტში ფართების გადანაწილებასთან დაკავშირებით, სამსახური იმსჯელებს არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით №01.12.04.001.047 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს სპეციალური ზონა-1-ში (სპეცზ–1). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით სპეციალურ ზონა-1-ში (სპეცზ–1) დასაშვებია სამედიცინო კომპლექსების მშენებლობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სამსახურის 2022 წლის 06 აპრილის №5867856 გადაწყვეტილებაში სწორად არის მითითებული საპროექტო ობიექტის ფუნქცია/დანიშნულება, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 06 აპრილის №5867856 გადაწყვეტილებაში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 21 April 2022Decision5910651 - Refused
  3. 13 April 2022Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal