ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩა, N 41
Applicant
- Name
- ზაზა ბასილაძე
- Developer (company ID)
- 405459374
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.037.338
- Owner
- ასმათი სიხარულიძე (P/N: *********51)
- Area
- 1,000 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.037.338Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1893448
- Status
- Interim decision
- Registered
- 15 April 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Waiting on
- the applicant
- since 26 April 2022 (1,672 days)
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 26 April 2022City answer
2022 წლის 15 აპრილის №AR1893448 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 15 აპრილის №AR1893448 განცხადებით მომართა ზაზა ბასილაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №5758897 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ეტაპების ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №5758897 ბრძანებით, სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის №5741821 გადაწყვეტილებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 13 იანვრიდან 2024 წლის 13 იანვრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, 2022 წლის 13 იანვრის №5758897 განცხადებაზე წარმოდგენილ მშენებლობის ორგანიზების პროექტში დაფიქსირებული ეტაპების ვადები და მშენებლობის განხორციელების კალენდარულ გრაფიკში მითითებული ეტაპების ვადები ერთმანეთთან შეუსაბამოა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №5758897 ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების პროექტის აღწერილობით ნაწილში დატანილი ეტაპების განხორციელების ვადები არასწორად არის დატანილი. კერძოდ, მშენებლობის განხორციელების ვადად მითითებულია 24 თვე, ხოლო აღწერილობით ნაწილში მითითებული ეტაპების განხორციელების ვადების ჯამი შეადგენს 52 თვეს. ამასთან, ამავე ბრძანებით შეთანხმებულ კალენდარულ გრაფიკში დაფიქსირებული ეტაპების განხორციელების ვადებში ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება (ვერ დასტურდება შეთანხმებულ კალენდარულ გრაფიკში ხარვეზის არსებობის ფაქტი, ამასთან სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №5758897 ბრძანებით მშენებლობის ვადა სწორედ კალენდარული გრაფიკის შესაბამისად განისაზღვრა). შესაბამისად, საჭიროა მშენებლობის ორგანიზების პროექტის აღწერილობით ნაწილში დაფიქსირებული მშენებლობის ეტაპების განხორციელების ვადების კალენდარულ გრაფიკში დატანილი ეტაპების განხორციელების ვადებთან შესაბამისობაში მოყვანა. ხოლო, მშენებლობის ორგანიზების პროექტის აღწერილობით ნაწილში დატანილი ეტაპების განხორციელების ვადების კალენდარულ გრაფიკში დაფიქსირებული ეტაპების განხორციელების ვადებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია (მაგალითად, შენობის ლოკალური საერთო საინჟინრო ქსელების მონტაჟი ვერ განხორციელდება მე-4 ეტაპის პარალელურად). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ემუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შესწორებული მშენებლობის ორგანიზების პროექტი, აღწერილობით ნაწილში მშენებლობის ეტაპების განხორციელების ვადების გასწორებით (სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №5758897 ბრძანებით შეთანხმებული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად). 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2022 წლის 15 აპრილის №AR1893448 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 15 April 2022Files uploaded
Documents
Other files1
- shecvlilio mopi 24.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal