ქალაქი თბილისი , ქუჩა ზემო ვეძისი , N 81 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ზემო ვეძისი , N 81-ის მიმდ.
Decision
- Decision number
- 5952426
- Decision date
- 24 May 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით მიქავა
- Developer (company ID)
- 400007817
Parcel
- Cadastral code
- 01.10.12.003.138
- Owner
- ლუნა გოგავა (P/N: *********03)
- Area
- 973 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.12.003.138Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1898828
- Status
- Approved
- Registered
- 17 May 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 24 May 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 მაისის №5934048 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 17 მაისს №AR1898828 განცხადებით მომართა დავით მიქავამ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 11 მაისის №5934048 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ეტაპების მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის №5741699 ბრძანებით №01.10.12.003.138 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 11 მაისის №5934048 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 11 მაისიდან 2024 წლის 11 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 11 მაისის №5934048 ბრძანებაში დაფიქსირებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ აღნიშნულ ბრძანებაში მშენებლობის ეტაპები და ვალდებულება მშენებლობის ეტაპების ჩაბარების შესახებ არ უნდა იყოს მითითებული და შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 11 მაისის №5934048 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა, სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის №5741699 ბრძანებით შეთანხმებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე. “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებულ წესში საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 დეკემბრის №573 და 2021 წლის 30 დეკემბრის №631 დადგენილებებით შეტანილი ცვლილებების შედეგად, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში მშენებლობის ორგანიზების პროექტი მშენებლობის რიგითობას და ეტაპებს არ მოიცავს, ამასთან, მშენებლობის ნებართვაში არ შედის ინფორმაცია მშენებლობის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპების შესახებ. რაც შეეხება, მშენებლობის დასრულების შესახებ ოქმს, იგი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში არ დგება. შესაბამისად, სამსახურის 2022 წლის 11 მაისის №5934048 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი (მშენებლობის ეტაპები) ამოღებულ უნდა იქნას ბრძანებიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 მაისის №5934048 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 მაისის №5934048 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებიდან ამოღებულ იქნას მე-4 პუნქტი სრულად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 მაისის №5934048 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 მაისის №5934048 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 24 May 2022Decision5952426 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal