OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი, N 8ა

AR1898857Construction permitOther use19 May 2022- Didube
Sign in to follow

Decision

Decision number
5954379
Decision date
25 May 2022
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი მჭედლიშვილი
Developer (company ID)
404491297

Parcel

Cadastral code
01.12.08.037.093
Owner
შპს იმფაირ ბილდინგ (404491297)
Area
2,241 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1898857
Status
Not reviewed
Registered
19 May 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 25 May 2022City answer

    2022 წლის 19 მაისის №AR1898857 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 19 მაისს №AR1898857 განცხადებით მომართა გიორგი მჭედლიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №3790664 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №3790664 ბრძანებით №01.12.08.037.093 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, კომერციული) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2018 წლის 07 თებერვლის №3810515 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 07 თებერვლიდან 2022 წლის 07 თებერვლის ჩათვლით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №3790664 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმის ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნა არ არის დაკონკრეტებული და წარმოდგენილია მხოლოდ 0.00 ნიშნულის გეგმა. წარმოდგენილ 0.00 ნიშნულის გეგმაზე შეთანხმებულთან მიმართებით შეცვლილია გეგმარება. ასევე, 0.00 ნიშნულის გეგმაზე კომერციულ ფართობში შეყვანილია კოლონების და შახტების ფართობები. ამასთან, გეგმებზე არ არის დატანილი კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი სრულად. საჭიროა, კიბის უჯრედის ფართობი დატანილ იქნას სრულად (კიბის საფეხურების ჩათვლით). ასევე, +52.00 ნიშნულის გეგმაზე („ა“ ბლოკის გადახურვის გეგმა) საერთოდ არ არის დატანილი კიბის უჯრედის ფართობი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №3790664 ბრძანებაში დაფიქსირებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №3790664 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე), შესწორებული ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 19 მაისის №AR1898857 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 25 May 2022Decision5954379 - Other
  3. 17 May 2022Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal