OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , დასახლება სან-ზონა , კორპუსი 19ა , მიმდებარედ

AR1899382Construction permitOther use19 May 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
5955100
Decision date
25 May 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ნინო ფარცხალაძე
Developer (company ID)
405434310

Parcel

Cadastral code
01.12.07.008.031
Owner
შპს "ველიფონი" (405434310)
Area
187 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1899382
Status
Approved
Registered
19 May 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 25 May 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №5910764 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 19 მაისს №AR1899382 განცხადებით მომართა ნინო ფარცხალაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №5910764 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის, მისი ფუნქცია/დანიშნულების და საზოგადოებრივი საზღვრების მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №5910764 ბრძანებით ქ. თბილისში, დასახლება სან-ზონა, კორპუსი №19ა, მიმდებარედ არსებულ, №01.12.07.008.031 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მაღაზიის (ფუნქცია/დანიშნულება: სავაჭრო ობიექტი) რეკონსტრუქციის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №5910764 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საპროექტო ობიექტად „პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია”-ს ნაცვლად დაფიქსირებულია „სავაჭრო ობიექტები”, ფუნქცია/დანიშნულებად „სავაჭრო ობიექტი“-ის ნაცვლად დაფიქსირებულია „პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია“. ხოლო, საზოგადოებრივი საზღვრები „სამხრეთით და დასავლეთით არსებული გზების მხრიდან“ ნაცვლად დაფიქსირებულია „სამხრეთ-დასავლეთით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ 01.12.07.008.031 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს საზოგადოებრივი საზღვრები გააჩნია სამხრეთით და დასავლეთით არსებული გზების მხრიდან. ამასთან, 2022 წლის 13 აპრილის №AR1892887 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.12.07.008.031 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიის რეკონსტრუქციის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. რაც დაკმაყოფილდა სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №5910764 ბრძანებით, თუმცა საპროექტო ობიექტი, მისი ფუნქცია/დანიშნულება და საზოგადოებრივი საზღვრები ტექნიკური შეცდომის გამო არასწორად დაფიქსირდა. ამავე განცხადებით წარმოდგენილ იქნა ბანერი, საიდანაც დგინდება, რომ მოთხოვნილი იყო პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიის რეკონსტრუქცია. ამასთან, “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების დანართი 1-ის მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ზონა 6-ში (სზ-6) პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია წარმოადგენს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობას. გარდა ამისა, სამსახურში ფიქსირდება 2022 წლის 02 მაისის №AR1895842 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №5910764 ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №5910764 ბრძანებაში და: 1.1 საპროექტო ობიექტად „სავაჭრო ობიექტები”-ს ნაცვლად დაფიქსირდეს: „პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია”. 1.2 ფუნქცია/დანიშნულებად „პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია“-ს ნაცვლად დაფიქსირდეს „სავაჭრო ობიექტი“. 1.3 საზოგადოებრივი საზღვრები „სამხრეთ-დასავლეთით“-ის ნაცვლად დაფიქსირდეს: „სამხრეთით და დასავლეთით არსებული გზების მხრიდან“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №5910764 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №5910764 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 25 May 2022Decision5955100 - Granted
  3. 19 May 2022Files uploaded

Documents

Other files1

  • შუალედური-მაღაზია.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal