ქალაქი თბილისი , დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა
Decision
- Decision number
- 5982860
- Decision date
- 14 June 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნოდარ მუმლაძე
- Developer (company ID)
- 406245148
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.009.523
- Owner
- შპს ''დრიმ პალასი'' (406245148)
- Area
- 11,656 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.72.14.009.523Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1899603
- Status
- Approved
- Registered
- 22 May 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 4 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 5
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 14 June 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №5680431 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 22 მაისს №AR1899603 განცხადებით მომართა ნოდარ მუმლაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №5680431 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №5680431 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე №01.72.14.009.523 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 12 ნოემბრიდან 2024 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №5680431 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 4818.8 კვ.მ-ის ნაცვლად 4823.8 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 1708.7 კვ.მ-ის ნაცვლად 1743.2 კვ.მ-ის., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1214.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1116.6 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 185.8 კვ.მ-ის ნაცვლად 151.0 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 9694.8 კვ.მ-ის ნაცვლად 9601.9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, უბრალოდ 0.00, +3.65, +7.30, +10.40, +13.50, +16.60, +19.70 და +22.80 ნიშნულების არქიტექტურულ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №5680431 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №5680431 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს - 4823.8 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 1743.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 1116.6 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 151.0 კვ.მ., საერთო ფართობად - 9601.9 კვ.მ. 2. სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №5680431 ბრძანებით შეთანხმებული 0.00, +3.65, +7.30, +10.40, +13.50, +16.60, +19.70 და +22.80 ნიშნულების არქიტექტურულ გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №5680431 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №5680431 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 14 June 2022Decision5982860 - Granted
- 14 June 2022City answer
- 10 June 2022City answer
- 10 June 2022Files uploaded
- 9 June 2022City answer
- 9 June 2022Files uploaded
- 6 June 2022City answer
- 6 June 2022Files uploaded
- 21 May 2022Files uploaded
Documents
Other files4
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal