ქალაქი თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩა, N 34გ
Decision
- Decision number
- 5961683
- Decision date
- 31 May 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გოჩა ჩხიკვაძე
- Developer (company ID)
- 405237319
Parcel
- Cadastral code
- 01.14.03.040.148
- Owner
- შპს "სერვისი 96" (204878953)
- Area
- 4,132 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.03.040.148Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1900879
- Status
- Approved
- Registered
- 30 May 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 31 May 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 24 მაისის №5950753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 30 მაისის №AR1900879 განცხადებით მომართა გოჩა ჩხიკვაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 24 მაისის №5950753 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 24 მაისის №5950753 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, პეტრე ქავთარაძის ქუჩა, №34 გ-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.03.040.148) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 24 მაისიდან 2025 წლის 24 მაისის ჩათვლით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 24 მაისის №5950753 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, მისი განმარტებით, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილია დამხმარე ფართობის (105.8 კვ.მ.) დაფიქსირება. ასევე, შეთანხმებულ V სართულის გეგმაზე, ექსპლიკაციებში საცხოვრებელი და საზაფხულო ფართების ჯამური ფართობი 672.2 კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირებულია 672.1 კვ.მ. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ცვლილებების შეტანა. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის: №892021037789, თარიღი: 13/12/2021 წ.) თანახმად, №01.14.03.040.148 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ბალავარი ლისი“ (405237319). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22056240; მომზადების თარიღი: 06/05/2022 წ.) შპს „ბალავარი ლისი“-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს გოჩა ჩხიკვაძე. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმა შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმაზე ექსპლიკაციის დაზუსტება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობის (105.8 კვ.მ.) დამატება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც და 7185.5 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 7291.3 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 24 მაისის №5950753 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაემატოს: დამხმარე ფართობი: 105.8 კვ.მ., საერთო ფართობად დაფიქსირდეს 7291.3 კვ.მ. 2. სამსახურის 2022 წლის 24 მაისის №5950753 ბრძანებით შეთანხმებული V სართულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე სართულის გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 24 მაისის №5950753 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 24 მაისის №5950753 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 31 May 2022Decision5961683 - Granted
- 27 May 2022Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- გასწორებული გეგმა.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal