ქალაქი თბილისი, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა, N 22
Decision
- Decision number
- 5976315
- Decision date
- 10 June 2022
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვასილი ცომაია
- Developer (company ID)
- 405268222
Parcel
- Cadastral code
- 01.14.14.005.046
- Owner
- მიხეილ გიორგაძე (P/N: *********83)
- Area
- 1,721 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.14.005.046Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1904311
- Status
- Not reviewed
- Registered
- 2 June 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 10 June 2022Decision5976315 - Other
- 10 June 2022City answer
2022 წლის 2 ივნისის №AR1904311 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 2 ივნისს №AR1904311 განცხადებით მომართა ვასილი ცომაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №5696418 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №5696418 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ყიფშიძის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვეთი №1, №2 და №4) არსებულ №01.14.14.005.046 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 29 მარტის №5870105 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 29 მარტიდან 2024 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №5696418 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 11301.8 კვ.მ-ის ნაცვლად 11205.8 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 4030.2 კვ.მ-ის ნაცვლად 4026.2 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 20250.7 კვ.მ-ის ნაცვლად 20150.7 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საცხოვრებელ ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი კოლონების ფართობები. ამასთან, საზაფხულო ფართობების ჯამური მაჩვენებელი შეუსაბამოა მოთხოვნის ტექსტში დაფიქსირებულთან. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ემუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, საზაფხულო და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №5696418 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების ცვლილების გარეშე), რომლებზეც ხდება ფართობების დაზუსტება, სხვა გეგმების წარმოდგენა საჭირო არ არის. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2022 წლის 2 ივნისის №AR1904311 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal