ქალაქი თბილისი, ბიჭვინთის III ჩიხი, N 13
Decision
- Decision number
- 5983415
- Decision date
- 14 June 2022
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევან დევაძე
- Organization
- 32338
- Developer (company ID)
- 405148086
Parcel
- Cadastral code
- 01.11.04.005.194
- Owner
- შპს "სოლუმ დეველოპმენტი" (405148086)
- Area
- 3,869 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.11.04.005.194Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-2
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.25
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1904914
- Status
- Not reviewed
- Registered
- 7 June 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 14 June 2022City answer
2022 წლის 7 ივნისის №AR1904914 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 7 ივნისს №AR1904914 განცხადებით მომართა ლევან დევაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 18 მაისის №5944066 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 18 მაისის №5944066 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ბიჭვინთის III ჩიხი №13-ში მდებარე №01.11.04.005.194 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების (A, B და C ბლოკების) არქიტექტურული პროექტი. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 18 მაისის №5944066 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად 558.6 კვ.მ-ის ნაცვლად 740.0 კვ.მ-ის, სარდაფის ფართობად 478.4 კვ.მ-ის ნაცვლად 472.8 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 534.2 კვ.მ-ის ნაცვლად 573.8 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 7920.0 კვ.მ-ის ნაცვლად 8135.2 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გენ-გეგმას, ასევე გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ კომერციულ და სარდაფის (საწყობის) ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი კოლონებისა და საჰაერო შახტების ფართობები. ამასთან, შეთანხმებული დოკუმენტაციით, მათ შორის გენ-გეგმით ირკვევა, რომ საპროექტო ობიექტებისთვის გათვალისწინებულია არა შიდა, არამედ ღია ავტოსადგომები, რომელიც არ იანგარიშება არცერთ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, მათ შორის ავტოსადგომისა და საერთო ფართობებში, თუმცა შესაძლებელია აღნიშნული ფართობი დაფიქსირდეს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე. გაითვალისწინეთ, რომ შეთანხმებული გენ-გეგმის მიხედვით, ზოგიერთ ღია ავტოსადგომზე არ არის დატანილი შესაბამისი ზომები და ფართობები, მაგ: „A“ ბლოკისთვის განკუთვნილი №12 და „B“ ბლოკისთვის გათვალისწინებული №22 ღია ავტოსადგომები წარმოადგენს შშმპ-სთვის განკუთვნილს და მასზე არ არის შესაბამისი ზომები და სწორი ფართობები მითითებული, კერძოდ საჭიროა აღნიშნულ ღია ავტოსადგომებზე დატანილ იქნეს ზომები მისადგომის ჩათვლით და შესწორდეს ფართობებიც. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ემუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ავტოსადგომის (შიდა) ფართობის ამოღებასა და საპროექტო შენობებისთვის გათვალისწინებული ღია ავტოსადგომის ფართობის, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირებასთან დაკავშირებით. 1.2. დააზუსტოს მოთხოვნა კომერციულ, სარდაფის და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.3. წარმოადგინოს სამსახურის 2022 წლის 18 მაისის №5944066 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმის იდენტური შესწორებული გენ-გეგმა და არქიტექტურული გეგმების იდენტური მხოლოდ ის არქიტექტურული გეგმები (გეგმარების ცვლილების გარეშე), რომლებზეც ხდება ფართობების დაზუსტება. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2022 წლის 7 ივნისის №AR1904914 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 14 June 2022Decision5983415 - Other
- 6 June 2022Files uploaded
Documents
Other files1
- კორექტირებული თარგები.rarOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal