OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ახმეტელის მეტროს მიმდებარედ

AR1906972Construction permitOther use16 June 2022- Gldani
Sign in to follow

Decision

Decision number
6023777
Decision date
6 July 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
პაატა ნუცუბიძე
Developer (company ID)
404587318

Parcel

Cadastral code
01.11.12.015.152
Owner
ხათუნა გოგინაშვილი (P/N: *********09)
Area
6,873 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1906972
Status
Approved
Registered
16 June 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 6 July 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 თებერვლის №4861075 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 16 ივნისს №AR1906972 განცხადებით მომართა პაატა ნუცუბიძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 14 თებერვლის №4861075 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 თებერვლის №4861075 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.11.12.015.152) მრავალბინიანი კომპლექსის - “ა” ბლოკის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 18 მაისის №4955126 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 18 მაისიდან 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 25 მაისის №5954182 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2020 წლის 18 მაისის №4955126 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2024 წლის 25 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 თებერვლის №4861075 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 13672.6 კვ.მ-ის ნაცვლად 13848.5 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2508.2 კვ.მ-ის ნაცვლად 2127.3 კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 3273.8 კვ.მ-ის ნაცვლად 2640.5 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 106.8 კვ.მ-ის ნაცვლად 517.5 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 5692.7 კვ.მ-ის ნაცვლად 4914.4 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 25316.7 კვ.მ-ის ნაცვლად 24048.2 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს, ასევე, სურს ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან სარდაფის ფართობის - 62.6 კვ.მ-ის ამოღება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. აღსანიშნია, რომ სარდაფის ფართობი შეთანხმებულ გეგმებზე არ ფიქსირდება. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 თებერვლის №4861075 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას სარდაფის ფართობი: 62.6 კვ.მ., ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 13848.5 კვ.მ, საზაფხულო ფართობად: 2127.3 კვ.მ, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად: 2640.5 კვ.მ, დამხმარე ფართობად: 517.5 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად: 4914.4 კვ.მ, საერთო ფართობად: 24048.2 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 თებერვლის №4861075 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 თებერვლის №4861075 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 თებერვლის №4861075 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 6 July 2022Decision6023777 - Granted
  3. 5 July 2022City answer
  4. 5 July 2022Files uploaded
  5. 29 June 2022City answer
  6. 29 June 2022Files uploaded
  7. 16 June 2022Files uploaded

Documents

Drawings and project files3

  • შესწორებული გეგმები გლდანი 001.pdfOpen ↗
  • შესწორებული გეგმები გლდანი 002.pdfOpen ↗
  • შესწორებული გეგმები გლდანი 003.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal