ქალაქი თბილისი , ფერდობი ნუცუბიძე , მიკრო/რაიონი III , (ნაკვეთი N25/63) ; ქალაქი თბილისი , ფერდობი ნუცუბიძე , მიკრო/რაიონი III , (ნაკვეთი N25/62)
Applicant
- Name
- რომეო ესართია
- Developer (company ID)
- 401983396
Parcel
- Cadastral code
- 01.14.02.025.251
- Owner
- შპს ბი. აი. ჯი. (401983396)
- Area
- 1,431 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.14.02.025.251Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1907767
- Status
- Rejected
- Registered
- 20 June 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 June 2022City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 20 ივნისს №AR1907767 განცხადებით მომართა რომეო ესართიამ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 16 ნოემბრის №5687232 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 16 ნოემბრის №5687232 ბრძანებით №01.14.02.025.251 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 2022 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 15 მარტის №5848587 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 16 ნოემბრის №5687232 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 5688.8 კვ.მ., საოფისე ფართობად 1128.0 კვ.მ., კომერციულ ფართობად: 659.9 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 600.0 კვ.მ., საერთო ფართობად: 8861.7 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2021 წლის 16 ნოემბრის №5687232 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა გადახურვის გეგმებისა) ჩანაცვლდა 2022 წლის 10 თებერვლის განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 ნოემბრის №5687232 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 5688.8 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 5686.3 კვ.მ., ხოლო, საერთო ფართობი 8861.7 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 8859.2 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 15 მარტის №5848587 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 16 ნოემბრის №5687232 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან, მათ შორის საცხოვრებელ ფართობთან დაკავშირებით. ამავე ბრძანებით, სამსახურის 2021 წლის 16 ნოემბრის №5687232 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა გადახურვის გეგმებისა) ჩანაცვლდა 2022 წლის 10 თებერვლის №AR1877628 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. აღნიშნულ გეგმებზე შესწორდა ფუნქციების ფართობები, მათ შორის საცხოვრებელი ფართობების კვადრატულობები, რომელიც შეადგენს 5688.8 კვ.მ-ს. წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი გეგმებიდან დგინდება, რომ ზოგიერთ ბინაზე შეცვლილია საცხოვრებელი ფართობის კვადრატულობა, რაც იწვევს ჯამური საცხოვრებელი ფართობის ცვლილებას (შემცირებას). აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის მიერ ვექტორულ ფაილში კიდევ ერთხელ გადამოწმდა საცხოვრებელი ფართობების კვადრატულობები და დადგინდა, რომ 2022 წლის 10 თებერვლის №AR1877628 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილ/ჩანაცვლებულ გეგმებზე საცხოვრებელი ფართობები სწორად არის მითითებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამსახურის 2022 წლის 15 მარტის №5848587 ბრძანების საფუძველზე სამსახურის 2021 წლის 16 ნოემბრის №5687232 ბრძანებაში სწორად არის დაფიქსირებული საცხოვრებელი ფართობი (5688.8 კვ.მ.), სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა სამსახურის 2021 წლის 16 ნოემბრის №5687232 ბრძანებაში საცხოვრებელ ფართობთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 20 June 2022Files uploaded
Documents
Other files1
- 01.14.02.025.251.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal