ქალაქი თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა, N 47
Decision
- Decision number
- 6007963
- Decision date
- 28 June 2022
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ელენა სოსინა
- Organization
- 12355
- Developer (company ID)
- 406155618
Parcel
- Cadastral code
- 01.12.20.030.027
- Owner
- შპს "დეველოპმენტ გრუპ" (406155618)
- Area
- 986 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.12.20.030.027Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1907807
- Status
- Not reviewed
- Registered
- 21 June 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 June 2022City answer
2022 წლის 21 ივნისის №AR1907807 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 21 ივნისს №AR1907807 განცხადებით მომართა ელენა სოსინამ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 21 თებერვლის №5771860 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 თებერვლის №5771860 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა №47-ში მდებარე №01.12.20.030.027 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 26 იანვრიდან 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 21 თებერვლის №5771860 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 3511.4 კვ.მ-ის ნაცვლად 3521.1 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 555.3 კვ.მ-ის ნაცვლად 556 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 36.8 კვ.მ-ის ნაცვლად 27.3 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 6073.4 კვ.მ-ის ნაცვლად 6074.3 კვ.მ-ის დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ საცხოვრებელ ფართობებში შეყვანილია კოლონებისა და საჰაერო შახტების ფართობები. ასევე, +7.70 ნიშნულის გეგმაზე №34 ბინის აივანზე დატანილი საზაფხულო ფართობის ჯამური მაჩვენებელი 8.2 კვ.მ არ ემთხვევა ამავე ბინის შტამპზე დატანილ საზაფხულო ფართობის ჯამურ მაჩვენებელს 8.3 კვ.მ-ს. ამასთან, +27.20 ნიშნულის გეგმაზე №94 ბინის აივანზე დატანილი საზაფხულო ფართობის ჯამური მაჩვენებელი 7 კვ.მ არ ემთხვევა ამავე ბინის შტამპზე დატანილ საზაფხულო ფართობის ჯამურ მაჩვენებელს 7.1 კვ.მ-ს. ასევე, საჭიროა 0.00 ნიშნულის გეგმაზე მდებარე ავზების და ტუმბოს ფართობი, ხოლო, +36.95 ნიშნულის გეგმაზე მდებარე ლიფტის სამანქანოს ფართობი შეყვანილ იქნას დამხმარე ფართობში. ამასთან, საჭიროა გეგმების ექსპლიკაციებიდან (გარდა, 0.00 და +36.95 ნიშნულის გეგმებისა) ამოღებულ იქნას ჩანაწერი „დამხმარე სათავსო“. ამასთან, ბინებში საცხოვრებელ ფართობებად ორი სხვადასხვა ფართობია მითითებული, საჭიროა მიეთითოს მხოლოდ ერთი შესწორებული ფართობი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, საზაფხულო, დამხმარე და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2022 წლის 21 თებერვლის №5771860 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე), შესწორებული ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 21 ივნისის №AR1907807 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 28 June 2022Decision6007963 - Other
- 21 June 2022Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- გასწორებული გეგმები.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal