OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა, N 16

AR1909007Construction permitOther use28 June 2022- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
6021709
Decision date
5 July 2022
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ავთანდილ ძაგანიშვილი
Organization
6458
Developer (company ID)
404974649

Parcel

Cadastral code
01.14.02.013.032
Owner
შპს "iBuild" (404974649)
Area
2,000 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1909007
Status
Not reviewed
Registered
28 June 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 July 2022City answer

    2022 წლის 28 ივნისის №AR1909007 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 28 ივნისს №AR1909007 განცხადებით მომართა ავთანდილ ძაგანიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 21 იანვრის №5770276 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 21 იანვრის №5770276 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა №16-ში მდებარე №01.14.02.013.032 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 7 თებერვლის №5792730 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2022 წლის 5 ივლისის №6019701 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2022 წლის 7 თებერვლის №5792730 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 21 იანვრის №5770276 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 4479.3 კვ.მ-ის ნაცვლად 4479.2 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 650.4 კვ.მ-ის ნაცვლად 651.6 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2331.0 კვ.მ-ის ნაცვლად 2801.8 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 885.7 კვ.მ-ის ნაცვლად 884.9 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 10995.8 კვ.მ-ის ნაცვლად 11466.9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საცხოვრებელ, საოფისე, საზაფხულო, ასევე კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი საჰაერო შახტების ფართობები. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ლიფტის შახტის ფართობი არ არსებობს სიცარიელეა და შესაბამისად, მხოლოდ - 8.40 ნიშნულის გეგმაზე არსებული ლიფტის შახტის ფართობი უნდა იქნეს ჩათვლილი კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, საოფისე, საზაფხულო, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, ასევე საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2022 წლის 21 იანვრის №5770276 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების ცვლილების გარეშე) გეგმებსა და გეგმებზე გამოტანილ ექსპლიკაციებზე შესწორებული ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2022 წლის 28 ივნისის №AR1909007 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 5 July 2022Decision6021709 - Other
  3. 28 June 2022Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal