ქალაქი თბილისი , საინგილოს ქუჩა N49
Decision
- Decision number
- 6047130
- Decision date
- 21 July 2022
- Outcome
- Granted
- Construction period
- 10 May 2022 – 10 May 2025
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მილენა ცუცქირიძე
- Developer (company ID)
- 406294308
Parcel
- Cadastral code
- 01.17.02.059.089
- Owner
- შევასტი სურმავა (P/N: *********92)
- Area
- 600 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.17.02.059.089Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1909377
- Status
- Approved
- Registered
- 28 June 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 23 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 21 July 2022City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №5932883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 28 ივნისს №AR1909377 განაცხადით მომართა მილენა ცუცქირიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №5932883 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №5918671 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, საინგილოს ქუჩა №49-ში მდებარე №01.17.02.059.089 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №5932883 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 10 მაისიდან 2025 წლის 10 მაისის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ჩილტონ დეველოპმენტი“ (ს/ნ: 405356270). წინამდებარე განაცხადით მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №5932883 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად შპს „ჩილტონ დეველოპმენტის“ (ს/ნ: 405356270) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის შპს „ლე მონდე”-ს (ს/ნ: 406294308) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022437888, მომზადების თარიღი: 20/06/2022 წ.) თანახმად №01.17.02.059.089 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ლე მონდე” (ს/ნ: 406294308). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22083030, მომზადების თარიღი: 05/07/2022 წ.) თანახმად, შპს „ლე მონდე”-ს (ს/ნ: 406294308) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დავითი მონასელიძე. ხოლო, მის მიერ 2022 წლის 19 ივლისს გაცემული მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - მილენა ცუცქირიძის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.17.02.059.089 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს - წარმოადგენს შპს „ლე მონდე” (ს/ნ: 406294308), რომლის უფლებამოსილი პირიც მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2022 წლის 10 მაისის №5932883 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ლე მონდე”-ს (ს/ნ: 406294308) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №5932883 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „ჩილტონ დეველოპმენტის“ (ს/ნ: 405356270) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ლე მონდე” (ს/ნ: 406294308). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №5932883 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №5932883 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 21 July 2022Decision6047130 - Granted
- 19 July 2022City answer
- 19 July 2022Files uploaded
- 28 June 2022Files uploaded
Documents
Reports and surveys1
- ამონაწერი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal