ქალაქი თბილისი , ქუჩა გაგრა , N 2
Decision
- Decision number
- 6054466
- Decision date
- 26 July 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნინო ბერიძე
- Developer (company ID)
- 204851197
Parcel
- Cadastral code
- 01.11.03.003.029
- Owner
- სააქციო საზოგადოება "პროკრედიტ ბანკი" (204851197)
- Area
- 2,568 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.03.003.029Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1910122
- Status
- Approved
- Registered
- 1 July 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 25 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 26 July 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 22 თებერვლის №5280333, 2021 წლის 8 ნოემბრის №5612966 და 2021 წლის 22 ნოემბრის №5687069 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 1 ივლისს №AR1910122 განცხადებით მომართა ნინო ბერიძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 22 თებერვლის №5280333, 2021 წლის 8 ნოემბრის №5612966 და 2021 წლის 22 ნოემბრის №5687069 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 22 თებერვლის №5280333 ბრძანებით, ქ. თბილისში, გაგრის ქუჩა №2-ში მდებარე №01.11.03.003.029 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საწყობის მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2021 წლის 8 ნოემბრის №5612966 ბრძანებით, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე, შეთანხმდა საწყობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №5687069 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 22 ნოემბრიდან 2022 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 18 მაისის №5938043 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №5687069 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 18 მაისისიდან 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს სამსახურის 2021 წლის 22 თებერვლის №5280333, 2021 წლის 8 ნოემბრის №5612966 და 2021 წლის 22 ნოემბრის №5687069 ბრძანებების შესაბამისად საპროექტო ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მათ ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამასთან, წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდება, რომ აღნიშნული ბრძანებების საფუძველზე საპროექტო ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ არის განხორციელებული. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №882011348639; მომზადების თარიღი: 11/08/2011 წ.), №01.11.03.003.029 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს სს „პროკრედიტ ბანკი“ (ს/ნ: 204851197). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22083326, მომზადების თარიღი: 04/07/2022 წ.) თანახმად სს „პროკრედიტ ბანკის“ (ს/ნ: 204851197) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ გენერალური დირექტორი - ალექსი მატუა (პ/ნ: 19001003556) და დირექტორები: ზეინაბ ლომაშვილი (პ/ნ: 60001084552) და მარიტა შეშაბერიძე (პ/ნ: 47001042048). აღნიშნული სააქციო საზოგადოების წესდების 42-ე მუხლის შესაბამისად, ბანკს ერთობლივად წარმოადგენენ დირექტორთა საბჭოს ნებისმიერი ორი წევრი. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია სს „პროკრედიტ ბანკის“ (ს/ნ: 204851197) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირების - ალექსი მატუასა და ზეინაბ ლომაშვილის განმცხადებლის - ნინო ბერიძის სახელზე გაცემული 2022 წლის 1 ივლისის მინდობილობა, შესაბამისად დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2021 წლის 22 თებერვლის №5280333, 2021 წლის 8 ნოემბრის №5612966 და 2021 წლის 22 ნოემბრის №5687069 ბრძანებები. რაც შეეხება, სამსახურის 2022 წლის 18 მაისის №5938043 ბრძანებას აღნიშნული მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების დოკუმენტია, რომელიც მოქმედებდა სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №5687069 ბრძანებასთან ერთად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს ნინო ბერიძის 2022 წლის 1 ივლისის №AR1910122 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 22 თებერვლის №5280333, 2021 წლის 8 ნოემბრის №5612966 და 2021 წლის 22 ნოემბრის №5687069 ბრძანებები. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 26 July 2022Decision6054466 - Granted
- 25 July 2022City answer
- 25 July 2022Files uploaded
- 1 July 2022Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- ავჭალა, არსებული სიტუაცია-25.07.22.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal