OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ავთანდილის ქუჩა, N 27

AR1910656Construction permitOther use5 July 2022- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6026633
Decision date
8 July 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვასილი ცომაია
Developer (company ID)
405422975

Parcel

Cadastral code
01.72.14.037.803
Owner
დავით ზაუტაშვილი (P/N: *********85)
Area
315 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1910656
Status
Approved
Registered
5 July 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 8 July 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 ნოემბრის №5658031 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 5 ივლისს №AR1910656 განცხადებით მომართა ვასილი ცომაიამ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 26 ნოემბრის №5658031 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 ნოემბრის №5658031 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ავთანდილის ქუჩა №27-ში მდებარე №01.72.14.037.803 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ორ ბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 26 ნოემბრიდან 2023 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 26 ნოემბრის №5658031 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ განმცხადებელს სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 45.8 კვ.მ-ის ნაცვლად 75.0 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 400.8 კვ.მ-ის ნაცვლად 430.0 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2022 წლის 11 ოქტომბრის №AR1855447 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.72.14.037.803 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ორ ბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია. სამსახურის 2021 წლის 26 ნოემბრის №5658031 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად არასწორად დაფიქსირდა საპროექტო ობიექტი, კერძოდ ინდივიდუალური ორ ბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად დაფიქსირდა ინდივიდუალური ერთ ბინიანი საცხოვრებელი სახლი. ამასთან, სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 ნოემბრის №5658031 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 ნოემბრის №5658031 ბრძანებაში და: 1.1. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდეს 75.0 კვ.მ., საერთო ფართობად - 430.0 კვ.მ. 1.2. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ავთანდილის ქუჩა №27-ში მდებარე №01.72.14.037.803 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ორ ბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 ნოემბრის №5658031 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 ნოემბრის №5658031 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 8 July 2022Decision6026633 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal