OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , აკაკი ბელიაშვილის ქუჩა , N 111 ; ქალაქი თბილისი , აკაკი ბელიაშვილის ქუჩა , N 111ა

AR1912278Construction permitOther use14 July 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
6063869
Decision date
2 August 2022
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი კვიწინაშვილი
Developer (company ID)
202459678

Parcel

Cadastral code
01.13.02.008.187
Owner
შპს "რესტორანი იმპერია" (202459678)
Area
3,624 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1912278
Status
Not reviewed
Registered
14 July 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
19 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 2 August 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2022 წლის 14 ივლისის №AR1912278 განმეორებითი განცხადება, რომლითაც ითხოვთ ამავე სამსახურის 2021 წლის 16 თებერვლის №5266604 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2022 წლის 21 ივლისის №6047424 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ არ არის გამოსწორებული დადგენილი ხარვეზები, კერძოდ წარმოდგენილ გეგმებზე და მათზე გამოტანილ ექსპლიკაციებზე კომერციული, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, ასევე დამხმარე ფართობების ჯამური მაჩვენებელები შეუსაბამოა ერთმანეთთან. ასევე, შეცვლილია გეგმარება, კერძოდ წარმოდგენილი და შეთანხმებული გეგმები შეუსაბამოა ერთმანეთთან. აგრეთვე, წინამდებარე განცხადებაში, ისევ დაუსაბუთებელია რაში გამოიხატება ტექნიკური შეცდომების არსებობა შეთანხმებულ დოკუმენტაციებში, შესაბამისად საჭიროა წარმოდგენილ იქნეს დოკუმენტაცია, მათ შორის ფასადები, ჭრილები და ფოტომონტაჟი ტექნიკური შეცდომის ადგილების მონიშვნით (სამსახურის 2022 წლის 21 ივლისის №6047424 ბრძანების შესაბამისად). გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ გეგმაზე გამოტანილ ექსპლიკაციაზე მიუთითეთ მხოლოდ ის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ამავე გეგმაზე მდებარეობს (საერთო მაჩვენებლები შეგიძლიათ დააფიქსიროთ მოთხოვნის ტექსტშიც). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა დაზუსტებულ იქნეს მოთხოვნა კომერციული, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, დამხმარე და საერთო ფართბებთან დაკავშირებით. ამასთან, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სამსახურის 2021 წლის 16 თებერვლის №5266604 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური (გეგმარების ცვლილების გარეშე) გეგმები, მასზე გამოტანილ ექსპლიკაციებზე შესწორებული ფართობების მითითებით. ასევე, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სამსახურის 2021 წლის 16 თებერვლის №5266604 ბრძანებით შეთანხმებული ფასადების, ჭრილების და ფოტომონტაჟის იდენტური ფასადები, ჭრილები და ფოტომონტაჟი ტექნიკური შეცდომის ადგილების მონიშვნით. ვინაიდან, სამსახურის 2022 წლის 21 ივლისის №6047424 ბრძანებას გაეცანით 2022 წლის 21 ივლისს, ხოლო სამსახურს განმეორებით მომართეთ 2022 წლის 29 ივლისს, ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული 30 (ოცდაათი) სამუშაო დღიდან დარჩენილია 24 (ოცდაოთხი) სამუშაო დღე. სამსახური გაძლევთ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას 24 (ოცდაოთხი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი 2022 წლის 14 ივლისის №AR1912278 განცხადება დარჩება განუხილველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 2 August 2022Decision6063869 - Other
  3. 29 July 2022City answer
  4. 29 July 2022Files uploaded
  5. 14 July 2022Files uploaded

Documents

Drawings and project files1

Other files1

  • ტექნიკური დოკუმენტაცია.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal