OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 53

AR1912505Construction permitOther use15 July 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
6073586
Decision date
9 August 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით ლოსაბერიძე
Developer (company ID)
405370708

Parcel

Cadastral code
01.10.14.028.002
Owner
ზურაბ სიფრაშვილი (P/N: *********10) (P/N: *********10)
Area
3,866 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1912505
Status
Approved
Registered
15 July 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
4

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 9 August 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 აგვისტოს №5549508 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 15 ივლისს №AR1912505 განცხადებით მომართა დავით ლოსაბერიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 16 აგვისტოს №5549508 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 აგვისტოს №5549508 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩა №53-ში მდებარე №01.10.14.028.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 17 სექტემბრის №5598850 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 16 აგვისტოს №5549508 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 5471.9 კვ.მ-ის ნაცვლად 5248.2 კვ.მ-ის, ხოლო, საზაფხულო ფართობად 1959.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1984.55 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმაზე ფართობების გასწორება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების ცვლილება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც და 13955.1 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 13756.05 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 აგვისტოს №5549508 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 5248.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 1984.55 კვ.მ., საერთო ფართობად: 13756.05 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 აგვისტოს №5549508 ბრძანებით შეთანხმებული +4.80, +8.40, +11.70, +15.00, +18.30, +21.60, +24.90, +28.20 ნიშნულის გეგმები და გადახურვის გეგმა (18-26 ფურცლები) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით (4-12 ფურცლები). 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 აგვისტოს №5549508 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 აგვისტოს №5549508 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 9 August 2022Decision6073586 - Granted
  3. 8 August 2022City answer
  4. 8 August 2022Files uploaded
  5. 5 August 2022City answer
  6. 5 August 2022Files uploaded
  7. 5 August 2022Files uploaded
  8. 4 August 2022Files uploaded
  9. 3 August 2022City answer
  10. 3 August 2022Files uploaded
  11. 15 July 2022Files uploaded

Documents

Other files6

  • s. tsintsadze FINISH 2021.06.15 ჩასწორებული.pdfOpen ↗
  • s. tsintsadze FINISH 2022.08.01 chascorebuli.pdfOpen ↗
  • s. tsintsadze FINISH 2022.08.01 chascorebuli.pdfOpen ↗
  • s. tsintsadze FINISH 2022.08.01 chascorebuli.pdfOpen ↗
  • s. tsintsadze FINISH 2022.08.01 chascorebuli.pdfOpen ↗
  • s. tsintsadze FINISH 2022.08.08 chascorebuli.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal