ქალაქი თბილისი , ქუჩა საირმის , N 110ა
Decision
- Decision number
- 6051573
- Decision date
- 25 July 2022
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- რევაზ ებრალიძე
- Developer (company ID)
- 404979813
Parcel
- Cadastral code
- 01.10.15.025.099
- Owner
- შპს ტურელიტ-გრუპი (404979813 )
- Area
- 4,210 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.15.025.099Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1912885
- Status
- Not reviewed
- Registered
- 18 July 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 July 2022City answer
2022 წლის 18 ივლისის №AR1912885 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 18 ივლისს №AR1912885 განცხადებით მომართა რევაზ ებრალიძემ და მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, საირმის ქუჩა №110ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.15.025.099) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 16 თებერვლიდან 2017 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით. სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №3212472 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანებაში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 9031.35 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1869.78 კვ.მ., დამხმარე ფართობად 823 კვ.მ., საერთო ფართობად 17364.05 კვ.მ. ასევე, -7.20 და -0.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2017 წლის 16 მარტის №AR1486254 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საზაფხულო ფართობად 1869.78 კვ.მ-ის ნაცვლად 1914.68 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1611.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1350.02 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 823 კვ.მ-ის ნაცვლად 1084.18 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 17364.05 კვ.მ-ის ნაცვლად 17408.95 კვ.მ-ის დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე არ არის დატანილი კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობები. ასევე, 0.00 და +18.15 ნიშნულების გეგმებზე დატანილი საზაფხულო ფართობების ჯამური მაჩვენებლები არ ემთხვევა ამავე გეგმების ექსპლიკაციებზე დატანილ საზაფხულო ფართობების ჯამურ მაჩვენებლებს. ასევე, გეგმებიდან ზუსტად არ დგინდება, რომელი ფართობებია შეყვანილი დამხმარე ფართობებში. შესაბამისად, საჭიროა, დამხმარე ფართობები მოინიშნოს გეგმებზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საზაფხულო, კიბის უჯრედის და სადარბაზოს, დამხმარე და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3102145 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე) შესწორებული ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 18 ივლისის №AR1912885 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 July 2022Decision6051573 - Other
- 18 July 2022Files uploaded
Documents
Other files1
- teqnikuri.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal