ქალაქი თბილისი , ქუჩა აკაკი ბაქრაძის , N 7 ; ქალაქი თბილისი , დასახლება ვაშლიჯვარი , მარშალ გელოვანის გამზირი , N 1 ; ქალაქი თბილისი , მტკვრის მარჯვენა სანაპირო , რესტორან "ვენეცია"-სთან , (ნაკვ. 25/45) ; ქალაქი თბილისი , მდ.მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული ავტოტექმომსახურების სადგურის მიმდებარედ (ნაკვეთის წინა 25/9); ქალაქი თბილისი , მარშალ გელოვანის გამზირი N27
Decision
- Decision number
- 6048630
- Decision date
- 22 July 2022
- Outcome
- Granted
- Construction period
- Start: 17 June 2021
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ავთანდილ მახარობლიშვილი
- Organization
- 22200
- Developer (company ID)
- 405535693
Parcel
- Cadastral code
- 01.10.10.025.096
- Owner
- შპს "ემკვადრატის პარკი" (405116716)
- Area
- 12,271 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.10.025.096Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1913692
- Status
- Approved
- Registered
- 21 July 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 22 July 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 ივნისის №5454976 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 21 ივლისს №AR1913692 განცხადებით მომართა ავთანდილ მახარობლიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 17 ივნისის №5454976 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 ივნისის №5454976 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.10.025.096 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი №-10 / ბლოკი №-9) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 17 ივნისიდან 2023 წლის 17 ივნისის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ემკვადრატის პარკი“ (ს/ნ: 405116716). წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 17 ივნისის №5454976 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის შპს „ემკვადრატის პარკის“ (ს/ნ: 405116716) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „ემკვადრატის პარკი 3“-ის (ს/ნ: 405535693) დაფიქსირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882022478177; მომზადების თარიღი: 05/07/2022 წ.) №01.10.10.025.096 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ემკვადრატის პარკი 3“ (ს/ნ: 405535693). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22064471, მომზადების თარიღი: 25/05/2022 წ.), შპს „ემკვადრატის პარკი 3“-ის (ს/ნ: 405535693) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, ხოლო მის მიერ 2022 წლის 12 ივლისს გაცემული №7/X_17/3_8/4_MSP22 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - ავთანდილ მახარობლიშვილის უფლებამოსილება. აღსანიშნავია, რომ სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2021 წლის 4 ივნისის №AR1829914 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, №01.10.10.025.096 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი №-10 / ბლოკი №-9) კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ განცხადებაზე სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ იქნა სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კალენდარული გრაფიკი 24 თვეზე. სამსახურის 2021 წლის 17 ივნისის №5454976 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა, კერძოდ 2021 წლის 17 ივნისიდან 2023 წლის 17 ივნისის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა „2021 წლის 17 ივნისიდან 2024 წლის 17 ივლისის ჩათვლით“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით, №01.10.10.025.096 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ემკვადრატის პარკი 3“ (ს/ნ: 405535693), რომლის უფლებამოსილი პირიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში შეიტანოს ცვლილება და დამკვეთად დააფიქსიროს შპს „ემკვადრატის პარკი 3“ (ს/ნ: 405535693). ამასთან, მშენებლობის ვადა განსაზღვრულ უნდა იქნეს 2021 წლის 17 ივნისიდან 2023 წლის 17 ივნისის ჩათვლით. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 ივნისის №5454976 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „ემკვადრატის პარკის“ (ს/ნ: 405116716) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ემკვადრატის პარკი 3“ (ს/ნ: 405535693). გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 ივნისის №5454976 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 17 ივნისიდან 2023 წლის 17 ივნისის ჩათვლით.“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 ივნისის №5454976 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 ივნისის №5454976 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 22 July 2022Decision6048630 - Granted
- 20 July 2022Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal