ქალაქი თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩა, N 20დ
Decision
- Decision number
- 6079551
- Decision date
- 12 August 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- რევაზ ებრალიძე
- Developer (company ID)
- 202242199
Parcel
- Cadastral code
- 01.14.03.040.356
- Owner
- შპს "გლობალფარმი" (202242199)
- Area
- 4,149 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 5 November 2026
Plots and zoning
- 01.14.03.040.356Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1917069
- Status
- Approved
- Registered
- 9 August 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 August 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 ივნისის №5938950 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 09 აგვისტოს №AR1917069 განცხადებით მომართა რევაზ ებრალიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 01 ივნისის №5938950 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 ივნისის №5938950 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, პეტრე ქავთარაძის ქუჩა №20დ-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.03.040.356) საოფისე შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 01 ივნისიდან 2022 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 01 ივნისის №5938950 ბრძანებით შეთანხმებულ -2.92 ნიშნულის გეგმაზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საწყობის ფართობზე (116.9 კვ.მ.) მითითებულია „სარდაფი“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. კერძოდ, როგორც შეთანხმებულ, ასევე წარმოდგენილ -2.92 ნიშნულის გეგმაზე არსებულ 116.9 კვ.მ. ფართობს „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების მიზნებისთვის მინიჭებული აქვს საწყობის დაკავებულობა (სწ). გარდა ამისა, სამსახურის 2022 წლის 01 ივნისის №5938950 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში აღნიშნული ფართობი (116.9 კვ.მ.) დაფიქსირებულია საწყობის ფართობად. ამასთან, გეგმარება და ფართები არ იცვლება, ხდება მხოლოდ -2.92 ნიშნულის გეგმაზე ფუნქციის მაჩვენებლის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 ივნისის №5938950 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული -2.92 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 ივნისის №5938950 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 ივნისის №5938950 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 12 August 2022Decision6079551 - Granted
- 9 August 2022Files uploaded
Documents
Other files1
- gegma -2.92 niShnulze.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal