ქალაქი თბილისი , საინგილოს ქუჩა N49
Decision
- Decision number
- 6081601
- Decision date
- 15 August 2022
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მილენა ცუცქირიძე
- Developer (company ID)
- 406294308
Parcel
- Cadastral code
- 01.17.02.059.089
- Owner
- შევასტი სურმავა (P/N: *********92)
- Area
- 600 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.17.02.059.089Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1917315
- Status
- Rejected
- Registered
- 10 August 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 August 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 10 აგვისტოს №AR1917315 განცხადებით მომართა მილენა ცუცქირიძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის № 5918671 და 2022 წლის 10 მაისის №5932883 ბრძანებებში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №5918671 ბრძანებით №01.17.02.059.089 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №5932883 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 10 მაისიდან 2025 წლის 10 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 21 ივლისის №6047130 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №5932883 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „ჩილტონ დეველოპმენტის“ (ს/ნ: 405356270) ნაცვლად დაფიქსირდა შპს „ლე მონდე” (ს/ნ: 406294308). წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №5918671 და 2022 წლის 10 მაისის №5932883 ბრძანებებში ცვლილების შეტანას, კერძოდ, განმარტავს, რომ სურს არქიტექტურული პროექტის საავტორო უფლებები გადაეცეს მილენა ცუცქირიძეს. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №5918671 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მთავარ არქიტექტორს წარმოადგენს თინიკო ჯანიაშვილი. ხოლო, სამსახურში წარმოდგენილ იქნა გიგა სანაის და ლაშა ლალიაშვილს შორის დადებული უძრავი ქონების (ს/კ: №01.17.02.059.089) ნასყიდობის 2022 წლის 16 ივნისის ხელშეკრულება. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ინტელექტუალურ–შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შექმნილი ნაწარმოები წარმოადგენს საავტორო უფლების დაცვის საგანს. ამავე კანონის მე–17 მუხლის თანახმად, ნაწარმოების ავტორის პირად არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება) და ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება). ამასთან, პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ეკუთვნის მისი ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად და უნარჩუნდება ამ უფლებების დათმობის შემთხვევაშიც. დაუშვებელია პირადი არაქონებრივი უფლებების გასხვისება ავტორის სიცოცხლეში. გამომდინარე აღნიშნულიდან, ნაწარმოებში ცვლილების შეტანა ან სხვა პირებისათვის უფლების მინიჭება შეიტანონ ცვლილებები ნაწარმოებში წარმოადგენს ნაწარმოების ავტორის უფლებას და დაინტერესებული პირის მიერ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება უნდა განხორციელდეს საავტორო უფლებების დაცვით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №5918671 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მთავარ არქიტექტორს წარმოადგენს თინიკო ჯანიაშვილი, პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ეკუთვნის მისი ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება სამსახურის 2022 წლის 29 აპრილის №5918671 ბრძანებაში მთავარი არქიტექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 15 August 2022Decision6081601 - Refused
- 10 August 2022Files uploaded
Documents
Other files1
- ხელშეკრულება.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal