ქალაქი თბილისი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, N 3
Decision
- Decision number
- 6086940
- Decision date
- 18 August 2022
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი ბარნაბიშვილი
- Developer (company ID)
- 404934103
Parcel
- Cadastral code
- 01.10.06.012.029
- Owner
- შპს "ვ.დ. დეველოპმენტი" (404934103)
- Area
- 1,161 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.10.06.012.029Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1918561
- Status
- Not reviewed
- Registered
- 17 August 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 August 2022City answer
2022 წლის 17 აგვისტოს №AR1918561 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 17 აგვისტოს №AR1918561 განცხადებით მომართა ირაკლი ბარნაბიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 28 მარტის №5867006 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 მარტის №5867006 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა №3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.06.012.029), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 28 მარტიდან 2024 წლის 28 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 10 აგვისტოს №6075192 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 28 მარტის №5867006 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 28 მარტის №5867006 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ განმცხადებელს სურს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში ღია ავტოსადგომის - 245.1 კვ.მ. ფართობის დამატება. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ შეთანხმებულ +0.00 ნიშნულის გეგმაზე ფიქსირდება 17 ღია ავტოსადგომი, რომელთან ფართობი არ იანგარიშება საპროექტო შენობის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, მათ შორის ავტოსადგომისა და საერთო ფართობებში, თუმცა შესაძლებელია ღია ავტოსადგომის ფართობის დაფიქსირება ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული ინფორმაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში დააზუსტოს მოთხოვნა ღია ავტოსადგომის ფართობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირებასთან დაკავშირებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 17 აგვისტოს №AR1918561 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 18 August 2022Decision6086940 - Other
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal