ქალაქი თბილისი, ცაცხვების III შესახვევი, N 14
Decision
- Decision number
- 6096685
- Decision date
- 25 August 2022
- Outcome
- Granted
- Construction period
- 1 July 2022 – 1 May 2023
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე ჯობავა
- Developer (company ID)
- 405549955
Parcel
- Cadastral code
- 01.10.18.009.177
- Owner
- როლანდი მატარაძე (P/N: *********34)
- Area
- 600 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.18.009.177Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-1
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.3
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1918727
- Status
- Approved
- Registered
- 18 August 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 August 2022Decision6096685 - Granted
- 25 August 2022City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 1 ივლისის №6013038 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 18 აგვისტოს №AR1918727 განაცხადებით მომართა ალექსანდრე ჯობავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 1 ივლისის №6013038 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 ივნისის №5976724 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ №01.10.18.009.177 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 1 ივლისის №6013038 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა როლანდი მატარაძე (პ/ნ: 01010012834). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 1 ივლისის ბრძანებაში №6013038 დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - როლანდ მატარაძის (პ/ნ: 01010012834) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „ფორმს კონსტრაქშენის“ (ს/ნ: 405549955) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022540748, მომზადების თარიღი: 12/08/2022 წ.) თანახმად №01.10.18.009.177 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ფორმს კონსტრაქშენი“ (ს/ნ: 405549955). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22091095, მომზადების თარიღი: 22/07/2022 წ.) თანახმად, შპს „ფორმს კონსტრაქშენის“ (ს/ნ: 405549955) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ალექსანდრე ჯობავა (პ/ნ: 62006030542). შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.10.18.009.177 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ფორმს კონსტრაქშენი“ (ს/ნ: 405549955), რომლის უფლებამოსილი პირიც მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2022 წლის 1 ივლისის №6013038 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ფორმს კონსტრაქშენის“ (ს/ნ: 405549955) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 1 ივლისის №6013038 ბრძანებაში და დამკვეთად როლანდ მატარაძის (პ/ნ: 01010012834) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ფორმს კონსტრაქშენი“ (ს/ნ: 405549955). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 1 ივლისის №6013038 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 1 ივლისის №6013038 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 24 August 2022City answer
- 24 August 2022Files uploaded
- 18 August 2022Files uploaded
Documents
Reports and surveys1
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან,.pdfOpen ↗
Other files1
- ხელშეკრულება რ. მატარაძე 26.0722.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal