ქალაქი თბილისი , გიორგი ტერევერკოს ქუჩა N38 ; ქალაქი თბილისი , გიორგი ტერევერკოს ქუჩა N40
Decision
- Decision number
- 6110009
- Decision date
- 7 September 2022
- Outcome
- Granted
- Construction period
- 1 April 2022 – 1 April 2024
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით ქავთარაძე
- Developer (company ID)
- 400143233
Parcel
- Cadastral code
- 01.13.01.018.717
- Owner
- შპს "ბესთ ბილდერ ინტერნეშენალ კომპანი BEST BUILDER INTERNATIONAL COMPANY" (400096926)
- Area
- 983 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.13.01.018.717Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1921249
- Status
- Approved
- Registered
- 5 September 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 7 September 2022City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №5877279 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 5 სექტემბერს №AR1921249 განაცხადებით მომართა დავით ქავთარაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №5877279 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 მარტის №5849534 ბრძანებით შეთანხმდა, №01.13.01.018.717 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ნაკვეთი 18) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №5877279 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ბესთ ბილდერ ინტერნეშენალ კომპანი BEST BUILDER INTERNATIONAL COMPANY“ (ს/ნ: 400096926). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №5877279 დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - შპს „ბესთ ბილდერ ინტერნეშენალ კომპანი BEST BUILDER INTERNATIONAL COMPANY“-ს (ს/ნ: 400096926) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „ინვესტ დეველოპმენტის“ (ს/ნ: 400143233) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022626314, მომზადების თარიღი: 31/08/2022 წ.) თანახმად №01.13.01.018.717 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ინვესტ დეველოპმენტი“ (ს/ნ: 400143233). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B20044255, მომზადების თარიღი: 16/06/2020 წ.) თანახმად, შპს „ინვესტ დეველოპმენტის“ (ს/ნ: 400143233) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დავით ქავთარაძე (პ/ნ: 05001002109). შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.13.01.018.717 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ინვესტ დეველოპმენტი“ (ს/ნ: 400143233), რომლის უფლებამოსილი პირიც მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2022 წლის 1 აპრილის №5877279 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ინვესტ დეველოპმენტის“ (ს/ნ: 400143233),დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №5877279 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „ბესთ ბილდერ ინტერნეშენალ კომპანი BEST BUILDER INTERNATIONAL COMPANY“-ს (ს/ნ: 400096926) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ინვესტ დეველოპმენტი“ (ს/ნ: 400143233). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №5877279 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №5877279 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 7 September 2022Decision6110009 - Granted
- 5 September 2022Files uploaded
Documents
Other files1
- Binder2.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal