OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , გიორგი ტერევერკოს ქუჩა N38 ; ქალაქი თბილისი , გიორგი ტერევერკოს ქუჩა N40

AR1921274Construction permitOther use5 September 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
6110162
Decision date
7 September 2022
Outcome
Refused
Construction period
1 April 2022 – 1 April 2024
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით ქავთარაძე
Developer (company ID)
400143233

Parcel

Cadastral code
01.13.01.018.717
Owner
შპს "ბესთ ბილდერ ინტერნეშენალ კომპანი BEST BUILDER INTERNATIONAL COMPANY" (400096926)
Area
983 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1921274
Status
Rejected
Registered
5 September 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
2 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 7 September 2022City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 5 სექტემბერს №AR1921274 განაცხადებით მომართა დავით ქავთარაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 16 მარტის №5849534 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 მარტის №5849534 ბრძანებით შეთანხმდა, №01.13.01.018.717 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ნაკვეთი 18) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №5877279 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ბესთ ბილდერ ინტერნეშენალ კომპანი BEST BUILDER INTERNATIONAL COMPANY“ (ს/ნ: 400096926). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 16 მარტის №5849534 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - შპს „ბესთ ბილდერ ინტერნეშენალ კომპანი BEST BUILDER INTERNATIONAL COMPANY“-ს (ს/ნ: 400096926) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „ინვესტ დეველოპმენტის“ (ს/ნ: 400143233) დაფიქსირება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების თვალსაზრისით იყოფა 5 კლასად. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას, II-IV კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას. ზემოაღნიშნული კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიიანი წარმოება): ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება და ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი პირი ფიქსირდება მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე II-IV კლასის შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, პროექტის შეთანხმების სტადიაზე მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო არ იკვლევს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების/სარგებლობის უფლებას, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 16 მარტის №5849534 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში

    Show more
  2. 7 September 2022Decision6110162 - Refused
  3. 5 September 2022Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal