OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გამზირი პეკინი , N 30

AR1922192Construction permitOther use9 September 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
6123352
Decision date
14 September 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ილია ცინცაძე
Developer (company ID)
406067410

Parcel

Cadastral code
01.10.14.030.020
Owner
შპს "სითი რეალ ისთეით" (406067410) (406067410)
Area
2,677 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1922192
Status
Approved
Registered
9 September 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
0 days
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 14 September 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 09 სექტემბერს №AR1922192 განცხადებით მომართა ილია ცინცაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გამსახურდიას გამზირი №30-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.14.030.020), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (სასტუმრო, საცხოვრებელი, კომერციული და სხვა) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 04 თებერვლიდან 2022 წლის 04 თებერვლის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, კომერციული ფართობი 2248.81 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 2245.93 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 2427.65 კვ.მ-ის ნაცვლად 2425.13 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 2070.06 კვ.მ-ის ნაცვლად 2106.65 კვ.მ., დამხმარე ფართობი 19.59 კვ.მ-ის ნაცვლად 50.19 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობი 6897.58 კვ.მ-ის ნაცვლად 6918.94 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების გასწორება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც და საერთო ფართობი 18640.19 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 18723.34 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად დაფიქსირდეს: 2245.93 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 2425.13 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 2106.65 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 50.19 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობად: 6918.94 კვ.მ., საერთო ფართობად: 18723.34 კვ.მ. 2. სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა გადახურვის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 14 September 2022City answer
  3. 14 September 2022Decision6123352 - Granted
  4. 14 September 2022Files uploaded
  5. 13 September 2022City answer
  6. 12 September 2022Files uploaded
  7. 9 September 2022Files uploaded

Documents

Drawings and project files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal