ქალაქი თბილისი , კოსმონავტების სანაპირო N91
Decision
- Decision number
- 6139445
- Decision date
- 27 September 2022
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ჯანიაშვილი
- Developer (company ID)
- 404565430
Parcel
- Cadastral code
- 01.13.04.017.096
- Owner
- ამხანაგობა "გეომერიდიანი"
- Area
- 5,540 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.04.017.096Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1924062
- Status
- Not reviewed
- Registered
- 20 September 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 27 September 2022City answer
2022 წლის 20 სექტემბრის №AR1924062 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 20 სექტემბრის №AR1924062 განცხადებით მომართა გიორგი ჯანიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6018951 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6018951 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, კოსმონავტების სანაპირო №91-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.13.04.017.096) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (III და IV ბლოკები) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. აღნიშნული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მომხდარა. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6018951 ბრძანებით შეთანხმებულ -3.00 და -6.00 ნიშნულის გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელს სურს სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6018951 ბრძანებით შეთანხმებული შიდა ავტოსადოგმების ფართობის გასწორება და ღია ავტოსადგომების ფართობის ცალკე ფართობად დაფიქსირება. ასევე, სურს ავტოსადგომების ნუმერაციის შეცვლა. დოკუმენტაციის გადმოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი -3.00 და -6.00 ნიშნულის გეგმებიდან დგინდება, რომ შეთანხმებულთან მიმართებით შეცვლილია ავტოსადგომების ნუმერაცია და გადაადგილებულია ავტოსადგომები (მაგ.: სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6018951 ბრძანებით შეთანხმებულ -6.00 ნიშნულის (-2 სართული) გეგმაზე მდებარეობს №9 შიდა ავტოსადგომი, ხოლო, წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილ -6.00 ნიშნულის გეგმაზე №9 შიდა ავტოსადგომის ადგილას მდებარეობს №7 შიდა ავტოსადგომი). მაგალითისთვის, ასევე, აღსანიშნია რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882021689289; მომზადების თარიღი: 16/08/2021 წ.) №63 შიდა ავტოსადგომი მდებარეობს -1 სართულზე (-3.00 ნიშნული), ხოლო, წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი გეგმების მიხედვით №63 შიდა ავტოსადგომი მდებარეობს -2 სართულზე (-6.00 ნიშნული). ამასთან, მოთხოვნის ტექსტში ერთობლივად არის მითითებული -3.00 და -6.00 ნიშნულების გეგმებზე მდებარე ოთხივე ბლოკის შიდა და ღია ავტოსადგომების რაოდენაობა და არ არის დაზუსტებული მოთხოვნა მხოლოდ III და IV ბლოკების შიდა ავტოსადგომების და საერთო ფართობებთან და ღია ავტოსადგომების ჯამურ ფართობთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია შესწორებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6018951 ბრძანებით შეთანხმებული -3.00 და -6.00 ნიშნულის გეგმების იდენტური -3.00 და -6.00 გეგმები ავტოსადგომების ნუმერაციის ცვლილების და ავტოსადგომების გადაადგილების გარეშე. შესაძლებელია მხოლოდ III და IV ბლოკების შიდა ავტოსადგომების და საერთო ფართობების და ღია ავტოსადგომების ჯამურ ფართობთან დაკავშირებით კვადარტულობების დაზუსტება. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 20 სექტემბრის №AR1924062 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 27 September 2022Decision6139445 - Other
- 20 September 2022Files uploaded
Documents
Other files1
- avtosadgomebi.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal