OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 66ბ

AR1926285Construction permitOther use4 October 2022- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6155264
Decision date
7 October 2022
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი კოღუაშვილი
Developer (company ID)
405077722

Parcel

Cadastral code
01.72.14.034.968
Owner
შპს პიტ სტოპ ჯორჯია (404501507)
Area
1,500 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1926285
Status
Not reviewed
Registered
4 October 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 7 October 2022City answer

    2022 წლის 04 ოქტომბრის №AR1926285 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 04 ოქტომბერს №AR1926285 განცხადებით მომართა გიორგი კოღუაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 12 აგვისტოს №6079805 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 12 აგვისტოს №6079805 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №66ბ-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.034.968), მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 31 აგვისტოს №6104589 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 31 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 12 აგვისტოს №6079805 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საოფისე ფართობი 608.9 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 608.7 კვ.მ., კომერციული ფართობი 724.7 კვ.მ-ის ნაცვლად 748.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 881.5 კვ.მ-ის ნაცვლად 886.5 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 1158.7 კვ.მ-ის ნაცვლად 1159.3 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობი 1454.1 კვ.მ-ის ნაცვლად 1453.9 კვ.მ., საერთო ფართობი 7610.2 კვ.მ-ის ნაცვლად 7639.4 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ფართებში შეყვანილია კოლონების ფართობები. აღნიშნული ფართები დათვლილ უნდა იქნას შიდა კონტურზე, კოლონების გარეშე. ამასთან, წარმოდგენილ გეგმებზე დატანილი კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ჯამური ფართობი (1159.2 კვ.მ.) და მოთხოვნის ტექსტში დაფიქსირებული ამავე ფუნქციის ფართობის მაჩვენებელი (1159.3 კვ.მ.) ერთმანეთთან შეუსაბამოა. აქვე, განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია შესწორებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 დააზუსტოს მოთხოვნა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. 1.2 წარმოადგინოს სამსახურის 2022 წლის 12 აგვისტოს №6079805 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები გასწორებული ფართობების დატანით, გეგმარების ცვლილების გარეშე. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 04 ოქტომბრის №AR1926285 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 7 October 2022Decision6155264 - Other
  3. 3 October 2022Files uploaded

Documents

Drawings and project files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal