OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი, პეტრე იბერის ქუჩა, N 30

AR1927061Construction permitOther use6 October 2022- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6163495
Decision date
13 October 2022
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მარიამ პაპუკაშვილი
Developer (company ID)
211358975

Parcel

Cadastral code
01.10.06.001.002
Owner
შპს ავტოსერვისი "დიდი დიღომი" ( 211358975)
Area
13,160 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1927061
Status
Not reviewed
Registered
6 October 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 13 October 2022City answer

    2022 წლის 6 ოქტომბრის №AR1926889 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 6 ოქტომბერს №AR1927061 განცხადებით მომართა მარიამ პაპუკაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს №6117245 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს №6117245 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, პეტრე იბერის ქუჩა №30-ში მდებარე №01.10.06.001.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (შენობა №2) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 23 აგვისტოდან 2026 წლის 23 აგვისტოდან ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს №6117245 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 5551.2 კვ.მ-ის ნაცვლად 5543.1 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 159.7 კვ.მ-ის ნაცვლად 158.9 კვ.მ-ის, სასაწყობე ფართობად 111.4 კვ.მ-ის ნაცვლად 110.5 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 904.4 კვ.მ-ის ნაცვლად 903.6 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 9651.6 კვ.მ-ის ნაცვლად 9641.0 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა წარმოდგენილი და შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ ავტომობილის, საოფისე და საცხოვრებელ ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი კოლონებისა და საჰაერო შახტების ფართობები. ამასთან, წარმოდგენილ გეგმებზე ავტომობილის სადგომებზე დატანილი ფართობები შეუსაბამოა მათზე მითითებულ ზომებთან. ამასთან, ავტოსადგომის ფართობში არ არის ჩათვლილი სავალი ნაწილის ფართობები. გაითვალისწინეთ, რომ თუ თითოეულ ავტომობილის სადგომებზე დაიტანთ ზომებს, ფართობებიც მიუთითეთ ზომების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაიტანეთ ავტოსადგომის მხოლოდ ერთიანი ფართობი (სავალი ნაწილის ჩათვლით). გაითვალისწინეთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, საოფისე, ავტოსადგომისა და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს №6117245 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური (გეგმარების ცვლილების გარეშე) არქიტექტურული გეგმები, გეგმებსა და გეგმებზე გამოტანილ ექსპლიკაციებზე შესწორებული ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2022 წლის 6 ოქტომბრის №AR1927061 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 13 October 2022Decision6163495 - Other
  3. 6 October 2022Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • გეგმები გაერთიანებული # 02.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal