ქალაქი თბილისი , იოანე პეტრიწის ქუჩის ბოლოს მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 6158657
- Decision date
- 11 October 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თენგიზი ესიავა
- Developer (company ID)
- 405269891
Parcel
- Cadastral code
- 01.10.06.001.263
- Owner
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (204521794)
- Area
- 2,010 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.06.001.263Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1927165
- Status
- Approved
- Registered
- 6 October 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 11 October 2022City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 05 ოქტომბრის №6151326 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 06 ოქტომბერს №AR1927165 განცხადებით მომართა თენგიზი ესიავამ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 05 ოქტომბრის №6151326 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 25 აგვისტოს №6097297 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.06.001.263 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ამავე ბრძანებაში მიეთითა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე სამსახურში წარმოდგენილ უნდა იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 18 თებერვლის №ბ01.012204910 ბრძანების მე-2 - მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. სამსახურის 2022 წლის 05 ოქტომბრის №6151326 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 05 ოქტომბრიდან 2025 წლის 05 ოქტომბრის ჩათვლით. ამასთან, სამსახურში ფიქსირდება 2022 წლის 10 ოქტომბრის №AR1927542 განცხადება კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2022 წლის 05 ოქტომბრის №6151326 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 05 ოქტომბრიდან 2025 წლის 05 ოქტომბრის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 05 სექტემბრიდან 2025 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით“. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2022 წლის 29 აგვისტოს №AR1920215 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 36 თვეზე და სამსახურის 2022 წლის 05 ოქტომბრის №6151326 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2022 წლის 05 ოქტომბრიდან 2025 წლის 05 ოქტომბრის ჩათვლით, თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა 2022 წლის 05 ოქტომბრის №6151326 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 05 ოქტომბრის №6151326 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 05 ოქტომბრიდან 2025 წლის 05 ოქტომბრის ჩათვლით კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 05 ოქტომბრის №6151326 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 05 ოქტომბრის №6151326 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 11 October 2022Decision6158657 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal