OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , აკაკი ბელიაშვილის ქუჩა , N 111 ; ქალაქი თბილისი , აკაკი ბელიაშვილის ქუჩა , N 111ა

AR1927414Construction permitOther use8 October 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
6186784
Decision date
31 October 2022
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი კვიწინაშვილი
Developer (company ID)
202459678

Parcel

Cadastral code
01.13.02.008.187
Owner
შპს "რესტორანი იმპერია" (202459678)
Area
3,624 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1927414
Status
Rejected
Registered
8 October 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
23 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 31 October 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 08 ოქტომბერს №AR1927414 განცხადებით მომართა გიორგი კვიწინაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 04 ოქტომბრის №6149336 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 04 ოქტომბრის №6149336 ბრძანებით №01.13.02.008.187 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა კვების ობიექტის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. განმცხადებელი განმარტავს, რომ სურს სამსახურის 2022 წლის 04 ოქტომბრის №6149336 ბრძანებაში (რომლითაც მოხდა მხოლოდ კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება) ცვლილების შეტანა და მშენებლობის ნებართვის დამატება. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2022 წლის 08 აგვისტოს №AR1916340 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.13.02.008.187 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მხოლოდ კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება (განცხადება დარეგისტრირებულია შემდეგი ნომენკლატურით: რესტორანი - III კლასი - შეთანხმებული პროექტის ცვლილება - პროექტის შეთანხმება). აღნიშნულ განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მხოლოდ კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისთვის განსაზღვრული დოკუმენტაცია. შესაბამისად, სამსახურის 2022 წლის 04 ოქტომბრის №6149336 ბრძანებით მოთხოვნის შესაბამისად შეთანხმდა კვების ობიექტის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ამასთან, განგიმარტავთ, რომ მშენებლობის ნებართვა წარმოადგენს ნებართვის გაცემის დამოუკიდებელ სტადიას (III სტადია) და მომართვის შემთხვევაში დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია. სამსახურის 2022 წლის 04 ოქტომბრის №6149336 ბრძანება გამოცემულ იქნა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების საფუძველზე, რომლის შესაბამისად მშენებლობის ნებართვა იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება; II სტადია – არქიტექტურული პროექტის შეთანხმება; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამსახურის 2022 წლის 04 ოქტომბრის №6149336 ბრძანებით შეთანხმდა მხოლოდ კორექტირებული არქიტექტურული პროექტი (II სტადია) და როგორც აღინიშნა III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოადგენს დამოუკიდებელ სტადიას, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება სამსახურის 2022 წლის 04 ოქტომბრის №6149336 ბრძანებაში მშენებლობის ნებართვის დამატებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 31 October 2022Decision6186784 - Refused
  3. 8 October 2022Files uploaded

Documents

Other files1

  • განმარტებითი ბარათი გრაფიკი.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal