ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 40
Decision
- Decision number
- 6179338
- Decision date
- 25 October 2022
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევანი ოქროპირიძე
- Developer (company ID)
- 204398892
Parcel
- Cadastral code
- 01.18.09.005.024
- Owner
- შპს "ნაქერალა" (204398892)
- Area
- 2,461 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.18.09.005.024Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1928853
- Status
- Rejected
- Registered
- 17 October 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 October 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 17 ოქტომბერს №AR1928853 განცხადებით მომართა ლევანი ოქროპირიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 12 სექტემბრის №6119726 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ეტაპის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 12 სექტემბრის №6119726 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩა №40-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.18.09.005.024) მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 12 სექტემბრიდან 2025 წლის 12 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2022 წლის 06 ოქტომბრის №6154257 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 12 სექტემბრის №6119726 ბრძანებაში ბინების ნუმერაციასთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 12 სექტემბრის №6119726 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში და კალენდარულ გრაფიკში არასწორად მოხდა I ეტაპის (ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნულოვან ნიშნულამდე) დაფიქსირება. რადგან აღნიშნული ეტაპის სამუშაოები უკვე შესრულებული იყო. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2022 წლის 18 ივლისის №AR1912886 განცხადებაზე, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ფოტოსურათების მიხედვით I ეტაპის სამუშაოები (ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნულოვან ნიშნულამდე) დასრულებული არ არის. აღნიშნულ ფოტოსურათებზე არსებული ფილა წარმოადგენს -3.00 ნიშნულზე არსებულ ფილას. შესაბამისად, აღნიშნულ ეტაპთან დაკავშირებით ბრძანებაში ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სამსახურის 2022 წლის 12 სექტემბრის №6119726 ბრძანების გაცემის დროისთვის I ეტაპის სამუშაოები (ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნულოვან ნიშნულამდე) დასრულებული არ იყო, სამსახური მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების და მშენებლობის ეტაპის ნაწილში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 October 2022Decision6179338 - Refused
- 17 October 2022Files uploaded
Documents
Other files1
- გრაფიკი 40.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal