ქალაქი თბილისი, ავთო ვარაზის ქუჩა, N 103
Decision
- Decision number
- 6180074
- Decision date
- 26 October 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზურაბი კობერიძე
- Organization
- 41920
- Developer (company ID)
- 405546084
Parcel
- Cadastral code
- 72.16.23.871
- Owner
- შპს "გრინლანდია" (404515681)
- Area
- 2,626 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 72.16.23.871Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Special
- Sub-zone
- specz-2
- K1
- 0
- K2
- 0
- Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1929164
- Status
- Approved
- Registered
- 18 October 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 26 October 2022City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4718579 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 18 ოქტომბერს №AR1929164 განაცხადებით მომართა ზურაბი კობერიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4718579 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 5 ივნისის №4531143 ბრძანებით შეთანხმდა №72.16.23.871 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4718579 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა დონალდ ვეინ პიტტსერი (დაბ. 27/06/1968, C/N: 530952104). სამსახურის 2021 წლის 19 თებერვლის №5288790 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4718579 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 19 თებერვლიდან 2026 წლის 19 თებერვლის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 18 ივლისის №6040280 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4718579 ბრძანებაში და დამკვეთად დონალდ ვეინ პიტტსერის (დაბ. 27/06/1968, C/N: 530952104) ნაცვლად დაფიქსირდა ზურაბ ერქომაიშვილი (პ/ნ: 33001017069). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4718579 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - ზურაბ ერქომაიშვილის (პ/ნ: 33001017069) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი - მესაკუთრის შპს „ზე კუბი დეველოპმენტ“-ის (ს/ნ: 405546084) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022721961, მომზადების თარიღი: 10/10/2022 წ.) თანახმად №72.16.23.871 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ზე კუბი დეველოპმენტ“ (ს/ნ: 405546084). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22125346; მომზადების თარიღი: 05/10/2022 წ.) შპს „ზე კუბი დეველოპმენტ“-ის (ს/ნ: 405546084) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ზაზა ტურაშვილი (პ/ნ: 01001011125). სამსახურში წარმოდგენილია შპს „ზე კუბი დეველოპმენტ“-ის (ს/ნ: 405546084) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირის ზაზა ტურაშვილის (პ/ნ: 01001011125) მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 221446396, რეგისტრაციის თარიღი: 24.10.2022 წ.). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო, მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №72.16.23.871 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ზე კუბი დეველოპმენტ“ (ს/ნ: 405546084), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2019 წლის 21 ოქტომბრის №4718579 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ზე კუბი დეველოპმენტ“-ის (ს/ნ: 405546084) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4718579 ბრძანებაში და დამკვეთად ზურაბ ერქომაიშვილის (პ/ნ: 33001017069) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ზე კუბი დეველოპმენტ“ (ს/ნ: 405546084). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4718579 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4718579 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 26 October 2022Decision6180074 - Granted
- 24 October 2022City answer
- 24 October 2022Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal