ქალაქი თბილისი, თეოფანე დავითაიას ქუჩა, N 7
Decision
- Decision number
- 6219859
- Decision date
- 22 November 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით ბაირამაშვილი
- Developer (company ID)
- 206097338
Parcel
- Cadastral code
- 01.17.07.031.020
- Owner
- ლილი მამამთავრიშვილი (P/N: *********73) (P/N: *********73)
- Area
- 650 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.07.031.020Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1931148
- Status
- Approved
- Registered
- 28 October 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 25 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 22 November 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 27 ივლისის №5520264 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 28 ოქტომბერს №AR1931148 განცხადებით მომართა დავით ბაირამაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 27 ივლისის №5520264 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 27 ივლისის №5520264 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დასახლება ვაზისუბანი, IV მ/რ-ში, კაფე "ვაზისუბნი"- ს მოპირდაპირედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.07.031.020), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2021 წლის 27 ივლისის №5520264 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 1691.69 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1652.90 კვ.მ., კომერციული ფართობი 64.65 კვ.მ-ის ნაცვლად 72.37 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 125.72 კვ.მ-ის ნაცვლად 134.61 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 359.91 კვ.მ-ის ნაცვლად 341.76 კვ.მ., დამხმარე ფართობი 15.48 კვ.მ-ის ნაცვლად 39.09 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 482.56 კვ.მ-ის ნაცვლად 411.70 კვ.მ., საერთო ფართობი 2740.01 კვ.მ-ის ნაცვლად 2652.43 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 27 ივლისის №5520264 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელი ფართობად დაფიქსირდეს: 1652.90 კვ.მ., კომერციული ფართობად: 72.37 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 134.61 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 341.76 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 39.09 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად: 411.70 კვ.მ., საერთო ფართობად: 2652.43 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 27 ივლისის №5520264 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 27 ივლისის №5520264 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 22 November 2022Decision6219859 - Granted
- 21 November 2022City answer
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal