OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი, თეოფანე დავითაიას ქუჩა, N 7

AR1931178Construction permitOther use28 October 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
6214352
Decision date
18 November 2022
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით ბაირამაშვილი
Developer (company ID)
206097338

Parcel

Cadastral code
01.17.07.031.020
Owner
ლილი მამამთავრიშვილი (P/N: *********73) (P/N: *********73)
Area
650 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1931178
Status
Not reviewed
Registered
28 October 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 18 November 2022City answer

    2022 წლის 28 ოქტომბრის №AR1931178 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 28 ოქტომბერს №AR1931178 განაცხადებით მომართა დავით ბაირამაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 27 ივლისის №5520264 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 27 ივლისის №5520264 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დასახლება ვაზისუბანი, IV მ/რ-ში, კაფე "ვაზისუბნი"-ს მოპირდაპირედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.07.031.020), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 27 ივლისიდან 2023 წლის 27 ივლისის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა ოლეგ კორძაია (პ/ნ: 62003000223). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 27 ივლისის №5520264 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - ოლეგ კორძაიას (პ/ნ: 62003000223) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი - მესაკუთრის შპს „ეიმ სითი“-ს (ს/ნ: 206097338) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022112387, მომზადების თარიღი: 25/02/2022 წ.) თანახმად №01.17.07.031.020 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ეიმ სითი“ (ს/ნ: 206097338). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22038569; მომზადების თარიღი: 31/03/2022 წ.) შპს „ეიმ სითი“-ს (ს/ნ: 206097338) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გია ბასიაშვილი (პ/ნ: 01022009708). შესაბამისად, არ დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 27 ივლისის №5520264 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2021 წლის 27 ივლისიდან 2023 წლის 27 ივლისის ჩათვლით“-ის ნაცვლად დაფიქსირდა „2021 წლის 27 ივლისიდან 2024 წლის 27 იანვრის ჩათვლით“. 2021 წლის 09 ივნისის №AR1830307 განცხადებით წარმოდგენილი მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 24 (ოცდაოთხი) თვეზე. შესაბამისად, სამსახურის 2021 წლის 27 ივლისის №5520264 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2021 წლის 27 ივლისიდან 2023 წლის 27 ივლისის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ამავე კოდექსის საფუძველზე, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ასევე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაევალოს განმცხადებელს 30 სამუშაო დღის ვადაში: 1.1 წარმოადგინოს შპს „ეიმ სითი“-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - გია ბასიაშვილის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული, შესაბამისი წესით დამოწმებული, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 1.2 დააზუსტოს მოთხოვნა მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 28 ოქტომბრის №AR1931178 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 18 November 2022Decision6214352 - Other

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal