OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო, N 84

AR1932275Construction permitOther use4 November 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
6220587
Decision date
24 November 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
კობა ამირხანაშვილი
Developer (company ID)
204435691

Parcel

Cadastral code
01.15.04.003.014
Owner
შპს "სუპერ-სერვისი" (204435691)
Area
300 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1932275
Status
Approved
Registered
4 November 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
2 days
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
5

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 24 November 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 დეკემბრის №4784175 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 4 ნოემბერს №AR1932275 განცხადებით მომართა კობა ამირხანაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 30 დეკემბრის №4784175 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 დეკემბრის №4784175 ბრძანებით შეთანხმდა, №01.15.04.003.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2019 წლის 30 დეკემბრის №4784175 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში სარდაფის ფართობად 186.65 კვ.მ-ის ნაცვლად - 161.40 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 85.79 კვ.მ-ის ნაცვლად - 278.04 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 220.56 კვ.მ-ის ნაცვლად - 89.32 კვ.მ-ის, სასტუმროს ნომრების ფართობად 365.3 კვ.მ-ის ნაცვლად - 365.32 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 1018.14 კვ.მ-ის ნაცვლად - 1053.92 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, უბრალოდ წარმოდგენილ გეგმებზე (გარდა სახურავის გეგმისა) ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 დეკემბრის №4784175 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 დეკემბრის №4784175 ბრძანებაში და სარდაფის ფართობად დაფიქსირდეს 161.40 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 278.04 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 89.32 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობად - 365.32 კვ.მ., საერთო ფართობად - 1053.92 კვ.მ. 2. სამსახურის 2019 წლის 30 დეკემბრის №4784175 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა სახურავის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი შესწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 დეკემბრის №4784175 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 დეკემბრის №4784175 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 24 November 2022Decision6220587 - Granted
  3. 22 November 2022City answer
  4. 22 November 2022Files uploaded
  5. 19 November 2022City answer
  6. 19 November 2022Files uploaded
  7. 17 November 2022City answer
  8. 16 November 2022Files uploaded
  9. 14 November 2022City answer
  10. 13 November 2022Files uploaded
  11. 4 November 2022Files uploaded

Documents

Other files5

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal