ქალაქი თბილისი, ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩა, N 20
Decision
- Decision number
- 6213475
- Decision date
- 17 November 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კობა სურმავა
- Developer (company ID)
- 203868635
Parcel
- Cadastral code
- 01.19.16.003.397
- Owner
- შპს "ედესი ჯგუფი" (203868635)
- Area
- 24,401 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.19.16.003.397Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-2
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1933346
- Status
- Approved
- Registered
- 9 November 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 17 November 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188565 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 09 ნოემბერს №AR1933346 განცხადებით მომართა კობა სურმავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188565 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საზოგადოებრივი საზღვრების მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188565 ბრძანებით ქ. თბილისში, ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩა №20-ში არსებულ, №01.19.16.003.397 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188565 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საზოგადოებრივი საზღვრები „ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით“-ის ნაცვლად დაფიქსირებულია „ჩრდილოეთით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ №01.19.16.003.397 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს საზოგადოებრივი საზღვრები გააჩნია ორი მხრიდან: ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მხრიდან. კერძოდ, ჩრდილოეთის მხრიდან ესაზღვრება ალ. ქართველიშვილის ქუჩა (სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1)), ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №01.19.16.002.245 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც ფიქსირდება სერვიტუტი. ამასთან, ტერიტორიის აღნიშნული ნაწილი შეთანხმებული სატრანსპორტო სქემის შესაბამისად წარმოადგენს საავტომობილო გზას. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გამო საზოგადოებრივი საზღვრები არასრულად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188565 ბრძანებაში და საზოგადოებრივი საზღვრები „ჩრდილოეთით“-ის ნაცვლად დაფიქსირდეს: „ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188565 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188565 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 17 November 2022Decision6213475 - Granted
- 9 November 2022Files uploaded
Documents
Other files1
- tx.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal