ქალაქი თბილისი , იოანე პეტრიწის ქუჩის ბოლოს მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 6256882
- Decision date
- 20 December 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თენგიზი ესიავა
- Developer (company ID)
- 405269891
Parcel
- Cadastral code
- 01.10.06.001.263
- Owner
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (204521794)
- Area
- 2,010 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.06.001.263Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1933783
- Status
- Approved
- Registered
- 12 November 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 38 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 20 December 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 12 ნოემბერს №AR1933783 განცხადებით მომართა თენგიზი ესიავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანებით №01.10.06.001.263 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 9 დეკემბრიდან 2025 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ, სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომების ფართობად 1756.3 კვ.მ-ის ნაცვლად 1544.7 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 11460.6 კვ.მ-ის ნაცვლად 11248.8 კვ.მ-ის დაფიქსირება. განმცხადებელი, ასევე, განმარტავს, რომ სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციაში (გეგმებში) გამორჩენილია „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული +39.30 ნიშნულის გეგმის ატვირთვა. შესაბამისად, ითხოვს წარმოდგენილი +39.30 ნიშნულის გეგმა დაემატოს შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ავტოსადგომების ფართობი შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ავტოსადგომების ფართობი, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი -3.30 და 0.00 ნიშნულის გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციაში (გეგმებში) გამორჩენილია „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული +39.30 ნიშნულის გეგმის ატვირთვა. თუმცა, აღნიშნული +39.30 ნიშნულის გეგმა ფიქსირდება შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 11248.8 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად 1544.7 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანებით შეთანხმებული -3.30 და 0.00 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების არქიტექტურული გეგმით. ასევე, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებს დაემატოს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული +39.30 ნიშნულის გეგმა. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 20 December 2022Decision6256882 - Granted
- 17 December 2022City answer
- 17 December 2022Files uploaded
- 12 November 2022Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal