ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვახტანგ ცინცაძის I ჩიხი, N 30
Decision
- Decision number
- 6228159
- Decision date
- 1 December 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ცერცვაძე
- Developer (company ID)
- 205263775
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.096.097
- Owner
- შპს "ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" (205263775)
- Area
- 1,062 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.096.097Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-2
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.25
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1934030
- Status
- Approved
- Registered
- 29 November 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 1 December 2022City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 ივნისის №5473685 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 29 ნოემბერს №AR1934030 განცხადებით მომართა გიორგი ცერცვაძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 25 ივნისის №5473685 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2021 წლის 14 ივნისის №5440499 ბრძანებით №01.72.14.096.097 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 25 ივნისის №5473685 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 25 ივნისიდან 2023 წლის 25 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2021 წლის 25 ივნისის №5473685 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 25 ივნისიდან 2023 წლის 25 ივნისის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 25 ივნისიდან 2022 წლის 24 ივნისის ჩათვლით“. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2021 წლის 16 ივნისის №AR1832255 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 24 თვეზე და სამსახურის 2021 წლის 25 ივნისის №5473685 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2021 წლის 25 ივნისიდან 2023 წლის 25 ივნისის ჩათვლით, თუმცა ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2021 წლის 25 ივნისის №5473685 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 ივნისის №5473685 ბრძანებაში და ბრძანების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 25 ივნისიდან 2023 წლის 25 ივნისის ჩათვლით“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 ივნისის №5473685 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 ივნისის №5473685 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 1 December 2022Decision6228159 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal