OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, გიორგი მდივანის ქუჩა, N 3ა

AR1934459Construction permitOther use17 November 2022- Samgori
Sign in to follow

Decision

Decision number
6237767
Decision date
6 December 2022
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
პაატა რურუა
Developer (company ID)
202351365

Parcel

Cadastral code
01.17.11.007.056
Owner
შპს "ქართული დეველოპერული კომპანია" (202351365)
Area
24,697 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1934459
Status
Approved
Registered
17 November 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
4

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 6 December 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის №1738439 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 17 ნოემბერს №AR1934459 განცხადებით მომართა პაატა რურუამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის №1738439 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2014 წლის 18 დეკემბრის №1638764 გადაწყვეტილებით №01.17.11.007.056 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობის მშენებლობისთვის დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომლის საფუძველზეც სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის №1738439 ბრძანებით შეთანხმდა საწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 23 თებერვლიდან 2015 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2016 წლის 22 მარტის №2487085 გადაწყვეტილებით დადასტურდა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.11.007.056) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის (საწყობი) ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 03 ნოემბრის №ბ.37744/12 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებითი მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათი დასაშვებობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის №1738439 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, სასაწყობე ფართობი 5562.8 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 256.5 კვ.მ., საერთო ფართობი 9792.4 კვ.მ-ის ნაცვლად 256.5 კვ.მ. ამასთან მოთხოვნილია, აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებიდან საოფისე (4100.9 კვ.მ.), კიბის უჯრედისა და სადარბაზოს (76.1 კვ.მ.) და დამხმარე (52.6 კვ.მ.) ფართობების ამოღება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება გეგმაზე მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის №1738439 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას საოფისე (4100.9 კვ.მ.), კიბის უჯრედისა და სადარბაზოს (76.1 კვ.მ.) და დამხმარე (52.6 კვ.მ.) ფართობები. სასაწყობე ფართობად დაფიქსირდეს: 256.5 კვ.მ., საერთო ფართობად: 256.5 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის №1738439 ბრძანებით შეთანხმებული პირველი სართულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე სართულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის №1738439 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის №1738439 ბრძანებასთან და 2016 წლის 22 მარტის №2487085 გადაწყვეტილებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 6 December 2022Decision6237767 - Granted
  3. 5 December 2022City answer
  4. 5 December 2022Files uploaded
  5. 1 December 2022City answer
  6. 1 December 2022Files uploaded
  7. 29 November 2022City answer

Documents

Drawings and project files2

  • საწყობის გეგმა.pdfOpen ↗
  • საწყობის გეგმა 5.12.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal